მოსაზრება, ნიმუშები, სახელმძღვანელო, სიახლეები

გადადი ლინკზე და გაიგე, Clickbait როგორ იქცა Litbait-ად

Clickbait ანუ დაწკაპუნებაზე ორიენტირებული პოსტები, არაკეთილსინდისიერებასთან, მომხმარებლის მოტყუებასთან ასოცირდება. ,,გადადი ლინკზე და გაიგე რა მოხდა” ტიპის სტატიები, როგორც წესი, სხვადასხვა რეკლამით ან ვირუსით ცდილობს შემოიჭრას ჩვენს სივრცეში და მისი უინტერესო, სათაურთან შეუსაბამო კონტენტი გვაიძულებს, რაც შეიძლება მალე მივაგნოთ ღილაკს “X” და გამოვრთოთ ის.

Screen Shot 2017-01-25 at 02.21.04

მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და, სპამი Clickbait შეიძლება წარმატებული კამპანიის წინაპირობაც კი გახდეს. ბლოგში სწორედ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებით.

ტეხასის შტატის ქალაქ დალასში არის ასეთი წიგნის მაღაზია Wild Detectives, რომელმაც დაამსხვრია Clickbait-ებთან დაკავშირებული სტერეოტიპები. კამპანიის მიზანი იყო,კიდევ უფრო მეტ ადამიანს წაეკითხა წიგნები. სამიზნე აუდიტორია, პოტენციური მკითხველები ის ცნობისმოყვარე ხალხი იყო, რომელსაც უნდოდა დაუჯერებელი და საინტერესო ამბები გაეგო, თუნდაც Clickbait-ის მსგვას ბმულზე გადასვლით. Litbaits – ასე ერქვა დაწკაპუნებაზე ორიენტირებულ ლინკებს, რომლებიც ჯერ ლიტერატურის ციფრულ სივრცეში, შემდეგ კი წიგნის სიუჟეტში იტყუებდა სოციალური ქსელის მომხმარებელს.

რადგან მთელი ეს კამპანია კითხვისა და ლიტერატურით ადამიანების დაინტერესებას ემსახურებოდა,  Litbaits -ებიც, თავის მხრივ, სწორედ წიგნებს უკავშირდებოდა.

Screen Shot 2017-03-17 at 11.09.42

წარმოიდგინეთ, news feed-ში გხვდებათ ამბავი გერმანელ ექიმზე, რომელიც მედიცინის ისტორიას ატრიალებს თავდაყირა, თინეიჯერ გოგოზე, რომელსაც შეყვარებული თვითმკველობამდე მიჰყვას, ანდაც – ბრიტანელ ბიჭზე, რომლის სელფიც რაღაც უცნაურობებს ჩაიდენს და მას სიკვდილამდე მიიყვანს. ამ ამბებით დაინტერესებული -ლინკზე გადასვლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გერმანელი ექიმი – ფრანკენშტეინი ყოფილა, შეყვარებული წყვილი – რომეო და ჯულიეტა, და უცნაური სელფი სულაც – დორიან გრეის პორტრეტი.

Screen Shot 2017-03-17 at 11.04.29

მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ამ კამპანიის წყალობით traffic ვებ საიტზე 14 %-ით გაიზარდა, გვერდზე ჩართულობა კი – 150% – ით. რაც უნდა იყოს, Clickbait – დაწკაპუნებაზე ორიენტირებული სტატიები არ არის რეკომენდირებული facebook-სგან, მას ბევრი მომხმარებელი ასაჩივრებს და ეს შედეგებზე უარყოფითად აისახება ხოლმე. მაგრამ თუ Wild Detectives-ის მსგავს საინტერესო კამპანიას მოიფიქრებთ, მომხმარებელსაც დააინტერესებთ თქვენი კონტენტით, მაშინ იყავით ის გამონაკლისი, რომელიც წესს დაამტკიცებს.

 

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook