Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

“დააფდეითებული” მოგონებები

“On this day” ფეისბუქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქციაა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს ტკბილ-მწარე წარსულს: ჩვენი ცხოვრების 8, 5 თუ 2 წლის წინანდელი თავგადასავლები ერთ დღესაც ფეისბუქის ზედაპირზე ამოტივტივდება და არ მოგვცემს საშუალებას, დავივიწყოთ, როგორი სამარცხვინოები და შეუხედავები ვიყავით, ან სულაც პირიქით: ბედნიერები, უამრავი მეგობრით ^_^ (ახლა კი ერთიც არ გაგვაჩნია).

„დააფდეითებული მოგონებები” უფრო მეტ კონტროლს, საინტერესო ამბებსა და ახალ გამოცდილებებს გვპირდება. ახლა ჩვენი წარსულიდან მხოლოდ ერთი, რომელიმე დღე კი არ შემოგვეფეთება სახეში, არამედ მთელი სასაჩუქრე პაკეტი, თავის შეფუთვა-გაფორმებით: როგორ გაატარე გასული თვე თუ ზაფხულის შვებულება, რამდენი ახალი მეგობარი შეიძინე, რამდენმა მოიწონა შენი პოსტები და ა.შ.

მოკლედ, დანდობა არ იქნება. რაც თავის მხრივ კარგია: მოტივაცია გვექნება, რომ სულ ფორმაში ვიყოთ და სხვების დასანახად მაინც ვიცინოთ, ვიბედნიეროთ და კარგი დრო ვატაროთ (როგორც იტყვიან: Fake it til you make it ^^ )

 

friends likes on this day

ყველაფერი, რასაც ამ პლატფორმაზე აკეთებთ, ქმნის თქვენს ფეისბუქ გამოცდილებას, რომელსაც როცა მოგესურვებათ, მაშინ გაუზიარებთ ნაცნობ-მეგობრებს.

მემორი

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook