მოსაზრება, სახელმძღვანელო, სიახლეები

დატენე ელემენტი შენი ხელებით

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი ბევრ სიახლესა და საინტერესო ამბავს გვთავაზობს, ის ითხოვს კიდეც ჩვენგან რაღაცებს, სულ მცირე – დროს და დატენილ ელემენტს. თანამედროვე სმარტფონები რამდენიმე საათში ითიშება – არ აქვს მნიშვნელობა ბოლომდე იყო დატენილი ელემენტი, თუ ეკრანის განათებას დაუწიეთ. ჰო, ელემენტის ოქროს წესი არ დაგვავიწყდეს – ის ჯდება ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება. ბოლო წლებში გამოჩნდა ე.წ. power bank, – ხელსაწყო, რომელიც ერთჯერადად ტენის ელემენტს და რომელსაც, თავის მხრივ, სჭირდება ენერგიით მომარაგება. მოკლედ, დღის ბოლოს რომელიმე ხელსაწყო აუცილებლად აღმოჩნდება დასატენი.

და სანამ ზოგიერთი მობილურის ელემენტი ფეთქდება, ზოგიც ჩვეულზე მალე ჯდება, ამ სფეროში სიახლეა: HandEnergy – ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას ასე – მექანიკურად, ხელის უბრალო, წრიული მოძრაობით. მას შეუძლია დატენოს სმარტფონი, ტაბლეტი და ყველაფერი, რასაც usb კაბელი ერგება. მოწყობილობა წუთში საშუალოდ 5000 ბრუნს ასრულებს.

wersm-handenergy-how-it-works

მაგნიტური მბრუნავი ნაწილი ხელის მოძრაობის დახმარებით მექანიკურ ენერგიას გადასცემს სტატორს და წარმოქმნის ელექტრულ დენს, რომელიც მუხტავს ჩამონტაჟებულ ელემენტებს. კომპაქტური ხელსაწყო სულ 380 გრამს იწონის, ბატარიის მოცულობა კი საათში 1000 მილიამპერია. HandEnergy-ის აქვს შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეადაროთ და გაუზიაროთ თქვენი ხელსაწყოს მონაცემები სხვა HabdEnergy-ის პარამეტრებს.

Screen Shot 2017-01-25 at 06.05.51

შეგიძლიათ ხელსაწყოს თქვენი გემოვნების მიხედვით შეურჩიოთ დიზაინი – ფერი ან გამოსახულება. თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა ბევრ მასშტაბურ პროექტს ვხედავთ, შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ხელისგულისოდენა ინოვაცია, რომელიც დაზოგავს ელექტროენერგიას და შეუქმნის ადამიანს კომფორტს. HandEnergy არის ენერგიის მუდმივი წყარო, რომელიც გამოგადგებათ მაშინ, როცა საქმიანი შეხვედრისთვის სასწრაფოდ გჭირდებათ დარეკვა, სოციალურ ქსელში სამყაროსა და მეგობრების შესახებ გსურთ გაიგოთ ამბები და მაშინ, როცა ცივილიზაციისგან შორს ხართ და ელექტროენერგია ყოველდღიური მოცემულობა აღარაა.

გაიგეთ მეტი აქ.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook