Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ინსტაგრამის “ლაივი” სახის ფილტრებით

გაბრაზებული ღრუბელი, რომელიც ქოქოლას გვაყრის, ან სიზმარში ნანახი, ჰაერში მოფარფატე ცხვარი – როცა ცხოვრება უკეთესი გასართობებით არ გვანებივრებს, ინსტაგრამის ამბებს მივმართავთ ხოლმე.

სახის ფილტრებით სელფების გადაღება ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს. შეგიძლიათ, მზაკვრულად სხვებსაც მოარგოთ და მერე ბოროტად იხითხითოთ შედეგებზე ^_^

2241deb

კარგი ამბავი კი ისაა, რომ სახის ფილტრების მორგება ამიერიდან ინსტაგრამის “ლაივის” დროსაც შეგეძლებათ.

მართალია, ამ დროს სერიოზულად არავინ აღგიქვამთ და სჯობს, ეს არც იყოს თქვენი გათვლა, თუმცა, საყვარელი და სასაცილო ნამდვილად იქნებით. თავსაც გაიმხიარულებთ და მეგობრებსაც ^_^

როდესაც პირდაპირ ჩართვას დაასრულებთ, თქვენი შემოქმედება ჰაერში რომ არ აორთქლდეს, შეგიძლიათ “სთორიში” გადაამისამართოთ და კიდევ 24 საათი იარსებებს.

Facefilters

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook