Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ინსტაგრამის ცხელ-ცხელი ამბები

ინსტაგრამი ისე სწრაფად იზრდება და ვითარდება, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ (ან მხოლოდ ერთი-ორჯერ).

წარმოგიდგენთ ბოლო რამდენიმე დღეში დამატებულ ფუნქციებს:

  1. ფოტოების დაარქივება 

თუ რომელიმე ფოტო მოგბეზრდათ, ხელის მარტივი მოძრაობით შეგიძლიათ მისი დაარქივება. სურათი თქვენი პროფილიდან გაქრება და შეინახება პირად არქივში. მოგვიანებით შეგიძლიათ „გააცოცხლოთ“ და თავის ადგილზე დააბრუნოთ.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს ფუნქცია, ე.ი. აპლიკაციას განახლება სჭირდება.

არქივი

2. ინსტაგრამის ამბების ჰეშთეგებითა და ადგილმდებარეობით ძებნა

ინსტაგრამის ამბების (stories) მოძებნა მათი ლოკაციებისა და ჰეშთეგების მიხედვით შეგიძლიათ.

“სთორის” ველში კიდევ ერთი წრე გაჩნდება, საიდანაც თქვენს სიახლოვეს გადაღებულ ამბებს დაათვალიერებთ. გაიგებთ, რა ხდება, რას აკეთებს ხალხი, როგორი ამინდია, არის თუ არა საცობები – მოკლედ სულო და გულო.

როგორ გამოვიყენოთ ახალი ფუნქცია ჩვენი ბიზნესისთვის?

მარტივად!

  • კიდევ ერთი ფილიალი გავხსენით – ვცადოთ, “სთორიში” გაშვება. რამდენიმე საათში შესაძლოა, ინსტაგრამის აქტიური “იუზერებით” გაივსოს ჩვენი მაღაზია.
  • ქუჩაში დაგეგმილი ივენთი ან კამპანია – ახლოს მყოფ მომხმარებელს კიდევ ერთი გზით, ინსტაგრამის ამბებით მივაწვდენთ ინფორმაციას.
  • ახალი მენიუ გვაქვს – ერთი გემრიელი ბურგერი სთორიში და უახლოესი ოფისებიდან შესვენებაზე გამოსული ხალხი ჩვენია.

instagram-location-and-hashtag-stories

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook