Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

მესენჯერი ბავშვებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში მესენჯერის საბავშვო ვერსია Messenger Kids ჩაეშვა.

მშობლები ნერვიულობენ ბავშვების უსაფრთხოებაზე და ხშირად არ აძლევენ მათ სოციალურ ქსელში დარეგისტრირების უფლებას. ფეისბუქის ახალი აპლიკაციის საშუალებით კი არასრულწლოვნები უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ შეძლებენ, ეკონტაქტონ მეგობრებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და შეინარჩუნონ უსაფრთხო გარემო.

messenger Kids 2

რით განსხვავდება საბავშვო აპლიკაცია ჩვეულებრივი მესენჯერისგან?

ფეისბუქზე დასარეგისტრირებლად მინიმუმ 13 წლის უნდა იყო, თუმცა, საბავშვო მესენჯერის გამოყენება უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება. მთავარია, მშობლის ნება იყოს.

აპლიკაცია მშობლების ფეისბუქ ანგარიშიდან კონტროლდება და მხოლოდ მათ მიერ დადასტურებულ კონტაქტებთან ექნება არასრულწლოვანს ვიდეო ან წერილობითი საუბრის საშუალება.

messenger Kids

რაც მთავარია, საბავშვო მესენჯერში რეკლამები არ იქნება განთავსებული და არც თქვენი შვილების ინფორმაცია იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook