Fb სიახლეები, ნიმუშები, სახელმძღვანელო, სიახლეები

მესენჯერში სულ ახალი ეფექტები ჩნდება!

სოციალურ ქსელში დღითიდღე მეტი ყურადღება ექცევა ვიზუალურ კონტენტს. Word-ის ფაილზე მეტად, ჩვენი news feed სლაიდშოუს ემსგავსება.

მართალია, Snapchat-ის იდეის მისაკუთრებას ხშირად მიაწერენ ხოლმე facebook-ს, მაგრამ როგორც კომპანიის წარმომადგენელი, კევინ სისტორმი ამბობს, საქმე მხოლოდ გამოგონებას არ ეხება, მთავარია, როგორ განვითარებასა და ფორმატს შესთავაზებს სოციალური ქსელი მომხმარებელს და როგორი იქნება მისი ახალი სიცოცხლე ახალ პლატფორმაზე.

Facebook-სთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა მომხმარებელმა საინტერესო ვიზუალური კონტენტი შემქმნას, რომ კიდევ უფრო მეტი ინტერესი და ჩართულობა იყოს ამ ქსელში. ცოტა ხნის წინ messenger-ზე შესაძლებელი გახდა 24 საათში აორთქლებადი ამბების გამოქვეყნება. შეიძლება ითქვას, რომ messenger-მა ახალი სოციალური სივრცე შექმნა თავისი news feed-ით, რომელიც მუდმივად განახლებადია.

სულ ახლახანს კი facebook-მა გამოაცხადა, რომ უახლესი კამერა ჩვენი ვიზუალური ამბების სამსახურში იქნება. როგორც დეველოპერები გვპირდებიან, ერთ კვირაში როგორც iOS, ასევე, Android მომხმარებელი თავისი მობილურის ეკრანზე იხილავს ყველაფერს.

ახალ კამერას ექნება კიდევ უფრო მეტი ეფექტი, თანაც ისე, რომ არ მოგიწევთ მობილურის კამერის ცალკე ჩართვა. მარჯვენა ზედა კუთხეში დაინახავთ ღილაკს, რომელზე თითის ერთი დაჭერა საკმარისი იქნება უახლესი ეფექტებისთვის. თუ facebook-ის აპლიკაციიდან სწრაფად გინდათ, რომ მიაგნოთ ამ ფუნქციას, უბრალოდ მარჯვნივ გაასრიალეთ თითი.

ეფექტებში უბრალო ფილტრები და ფერების ცვლილება არ მოიაზროთ – უამრავი ნიღაბი, ჩარჩო, ანიმაცია სულ მალე თქვენს ხელთ იქნება. ე.წ. რეაქტიული ეფექტები მოძრავ ობიექტებს მოერგება და არ მოგიწევთ ერთ ადგილას გაყინვა სურათის გადაღების დროს. თუ ვიდეოს გადაღების შემდეგ მისი დამონტაჟება დიდად არ გეხალისებათ, facebook გთავაზობთ ე.წ. real time ეფექტებს, რომლებსაც გადაღების მომენტში თავად განსაზღვრავთ.

Facebook ითანამშრომლებს სხვადასხვა კომპანიასთან იმისათვის, რომ შექმნას ისეთი ნიღბები, რომლებიც ეხმიანება სხვადასხვა ფილმს (Covenant, Despicable Me 3, Guardians of the Galaxy Vol. 2, Power Rangers, Smurfs: The Lost Village and Wonder Woman). როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, facebook მუდმივად განაახლებს ეფექტებსა და ანიმაციებს.

არ დაგავიწყდეთ, Direct-ის არსებობის შესახებ. თუ გსურთ, რომ კონკრეტულმა მეგობარმა ნახოს თქვენი სურათი თუ ვიდეო, შეგიძლიათ სწორედ მას გაუგზავნოთ messenger-ის კემერით გადაღებული კონტენტი. არც ის დაგავიწყდეთ, რომ Direct-ში გაგზავნილი ამბები მხოლოდ ერთხელ სანახავად არის განკუთვნილი და მაშინვე იშლება – ყოველგვარი გადმოწერისა და მეორედ ნახვის გარეშე.

Facebook კიდევ უფრო უახლოვდება თავის მიზანს, რომ სოციალური ქსელი დინამიკური და საინტერესო გახადოს და ასე დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთთან 21-ე საუკუნეში.

 

 

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook