Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

მესენჯერში 4K რეზოლუციის ფოტოების გაგზავნა და მიღება მალე გახდება შესაძლებელი

მესენჯერში ყოველთვიურად 17 მილიარდზე მეტი ფოტო იგზავნება. მიუხედავად ამ მონაცემისა, მომხმარებლები ხშირად თავს ვიკავებთ პლატფორმით სარგებლობისგან, რადგან ვიზუალური მასალის ხარისხი მესენჯერში საგრძნობლად ფუჭდება (ამიტომ მივმართავთ ხოლმე ელფოსტას ან სხვა საშუალებას).

როგორც კომპანია გვატყობინებს, დღეიდან ჩვენი საუბრები მესენჯერში უფრო მკვეთრი და ხარისხიანი გახდება. 4K  რეზოლუციის ფოტოების გაგზავნა რამდენიმე ქვეყანაში უკვე შესაძლებელია (მათ შორის საქართველო, ჯერჯერობით, არ შედის): კანადა, აშშ, საფრანგეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, იაპონია, სამხრეთ კორეა და ჰონკონგი. დანარჩენებიც მომდევნო კვირებში დავემატებით.
მესენჯერი

ნათელი ერთდროულად მოგვეფინება როგორც iOS-ების, ასევე ანდროიდების მომხმარებლებს.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook