Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ნიუს ფიდის განახლებული დიზაინი

უმეტესობა უკვე შენიშნავდით ნიუს ფიდის განახლებულ დიზაინს და თუ არ შეგინიშნავთ, ე.ი. თქვენი აპლიკაცია არ დააფდეითებულა (არ იდარდოთ, წამი წამზე განახლდება). ანდროიდებს ნაწილობრივ შეგვეცვალა დიზაინი, თუმცა, როგორც გვეუბნებიან, მომდევნო დღეებში უფრო მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.

განახლებული დიზაინი უფრო წაკითხვადი, გარჩევადი და უკეთესად აღქმადია.

მაშ ასე, დეტალურად ცვლილებების შესახებ: 

  • პირველ რიგში, შენიშნავდით, რომ ნიუს ფიდში ლურჯი ფერის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
  • მომხმარებლის პროფილის სურათები კი კვადრატულის მაგივრად მრგვალი ფორმით ჩანს. 1
  • შეიცვალა ყველა ძირითადი აიქონის ფერი და ზომა. პოსტების ქვეშ გაიზარდა მოწონების, დაკომენტარების, გაზიარების “ღილაკები”, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე თითის დაჭერა ამიერიდან უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება.

    ახალი აიქონები

  • განსხვავებულად გამოიყურება კომენტარების ველიც. დიალოგები ნაცრისფერ ბაბლებში “ჩაჯდა” და უფრო გარჩევადი და წაკითხვადი გახდა. პროფილის სურათები
  • მომდევნო დღეებში ზომაში გაიზრდება ბმულების მიმოხილვაც (link preview), მათზე თითის დაჭერის შემდეგ კი ნიუს ფიდში დაბრუნება უფრო მარტივი იქნება.

ერთი სიტყვით, მოუთმენლად ველით, ნიუს ფიდის მომდევნო განახლებებს ^_^

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook