Fb სიახლეები, მოსაზრება, სახელმძღვანელო

ტიტრები, როგორც სიჩუმე

კარგა ხანია, რაც ჩარლი ჩაპლინი უხმო ფილმები ისტორიის კუთვლინებად იქცა, – ფილმები, რომლებზეც ყველაზე ხმამაღლა იცინოდნენ. და არც ჯონ ქეიჯი უკრავს თავის სიჩუმის მუსიკას ზუსტად 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში. ჰო, რა ხანია, ივ კლაინიც აღარ გვეპატიჟბა საგამოფენო დარბაზის ცარიელ კედლებში. მაგრამ მაინც, თანამედროვე სამყაროს ხმაურში მცხოვრებ ადამიანს ენატრება სიჩუმე,  – ის, რაც ყველაზე მეტად აკლია მას.

giphy

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა news feed-ში ვიდეოს წააწყდით, ჩართეთ ის და მოულოდნელად ხმამაღალმა, არცთუ სასიამოვნო ხმამ ვიდეოს ყურების სურვილს სულ მთლად დაგიკარგათ, – რომ არაფერი ვთქვა იმ უხერხულობაზე, – საქმიან შეხვედრაზე ან ლექციაზე ერთ ,,უწყინარ” დაწკაპუნებას რომ მოსდევს.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და მას საჯარო სივრცეშიც ხშირად მოვიხმართ, არაა გასაკვირი, რომ ვიდეოს ხმამ არა მხოლოდ თქვენ, არამედ სიჩუმესმონატრებულ გარშემომყოფებსაც შეუქმნას დისკომფორტი. თუ კვლევებს დავუჯერებთ, ყველაფრის რიცხვებსა და პროცენტებში ასახვა რომ უყვართ, facebook მომხმარებლის 80 % ნეგატიურად განეწყობა ვიდეოს მიმართ, თუ მისი დაწყებისთანავე გაისმება ხმა. მომხმარებლის 85 % კი ვიდეოს ხმის გარეშე უყურებს.

433-john_cage

ტენდენციას თუ დავაკვირდებით, არცაა გასაკვირი, რომ უხმო ვიდეოები გაცილებით მოთხოვნადი და პოპულარული გახდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მარკეტერებისთვის არც ისე მარტივია უხმო ვიდეოსა და რამდენიმე წამში ჩაატიონ სათქმელი, თანაც ისე, რომ იყოს  რელევანტური, საინტერესო და დასამახსოვრებელი. ამიტომ, Facebook გვთავაზობს ტიტრებს ვიდეოების ქვეშ. ბიზნეს გვერდების მიერ დადებულ ვიდეოებს facebook-ის ახალი ხელსაწყო წარწერას ავტომატურად დაურთავს.

თუ აქამდე მარკეტერებს უხდებოდათ SRT ფაილის სახით დაერთოთ წარწერები ვიდეოსთვის, ახლა ეს ფუნქცია ავტომატური გახდება, დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე.

wersm-facebook-video-generate-captions-new-review

ავტომატური ტიტრები Facebook-ის ხმის ამომცნობი ფუნქციით იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ძალიან ზუსტია. ცხადია, სოციალური მედიის მენეჯერებს ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადახედონ ავტომატურად შედგენილ ტექსტს და მასში საბოლოო შესწორებები შეიტანოთ მანამ, სანამ დააწკაპუნებთ ჯადოსნურ ღილაკზე ,,Publish”. თუ ეს ხელსაწყო ახლა აღმოაჩინეთ და გინდათ, რომ ძველ ვიდეოებსაც ჰქონდეთ ტიტრები, ამასაც მარტივად მოახერხებთ.

wersm-facebook-video-generate-captions-new

ვიდეო გალერეაში შესვლა და დაწკაპუნება ღილაკზე “Captions” და ნახევარი საქმეც გაკეთებულია. “Generate” – ნახავთ ამ ღილაკს (ჯადოსნურ ჯოხთან ერთად), რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვიდეოს, ხმასთან ერთად ექნება წარწერაც.

მართალია, facebook-ის რეკომენდაციით, საუკეთესო ვიდეოები მაინც უხმო ვიდეოებია, მაგრამ, თუ ამბის მოსაყოლად საკმარისი არაა დახვეწილი დიზაინი, გრაფიკაც გეცოტავებათ, და მაინცდამაინც არც უხმო ფილმები გხიბლავ, მაშინ მოყევით ამბავს ხმით. facebook-ის ხელსაწყო კი დაგეხმარებათ, ტექსტი ავტომატურად გაჩნდეს ვიდეოს ქვეშ.

 

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook