Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

პირდაპირი ჩართვა მეგობართან ერთად

ფეისბუქი დიდი ხანია, გვპირდება და ეს დღეც დადგა: ლაივ ტრანსლაციის გაშვება უკვე მეგობართან ერთად შეგიძლიათ.

პრინციპში, ეს აქამდეც შეგეძლოთ, თუ მეგობარი გვერდით გყავდათ, მაგრამ ამჯერად, სხვა მაგიასთან გვაქვს საქმე. მეორე ადამიანი სულ სხვა ქალაქიდან, ქვეყნიდან ან კონტინენტიდან შეგიძლიათ მოიწვიოთ და ისიც თქვენთან ერთად წაიყვანს ლაივს.

მოკლედ, გილოცავთ, ახლა უკვე დუეტში შეგიძლიათ ხალხის შეწუხება ^_^

landscape02.1495544691

ეს ფუნქცია თავიდან მხოლოდ საჯარო პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი – ყველა გვერდისთვის და მოკვდავისთვის…  თუმცა, არა, ჯერ მხოლოდ iOS-ის მოხმარებლებისთვის.

ანდროიდებისთვის, ტრადიციულად, არავინ არ არის 🙁

როგორც კი ლაივს ჩართავთ, თქვენი ონლაინ მაყურებლებიდან მარტივად აარჩევთ, ვისი მოპატიჟება გსურთ, ის კი ან დაგთანხმდებათ, ან არა.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook