სახელმძღვანელო

პირველი კომენტარის ეფექტი

ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, სოციალური მედიის უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელთან მუდმივის კონტაქტის შესაძლებლობა გაქვს. შეგიძლია პასუხი გასცე მათ კითხვებს, მოუსმინო მათ შენიშვნებს, გადაჭრა მათი პრობლემები და ა.შ. შესაბამისად, ხალხთან საკომუნიკაციოდ და ბრენდის თუ მომსახურების პოზიციონირებისთვის Facebook ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

განსხვავებით პირადი გვერდებისგან, რომლებზე დაწერილი კომენტარებიც ძირითადად დადებითია ხოლმე (“ყველაზე ლამაზი ხარ”, “მიყვარხარ”, “მომენატრე”, “რა მაგარი ფოტოა…”), კომპანიების გვერდებზე განსხვავებული ტენდენცია შეინიშნება:

ალბათ დაკვირვებული ხართ, კონკრეტული პოსტის ნახვისას, როგორც წესი, პირველ კომენტარად იმას გიგდებთ, რომელსაც ყველაზე მეტი like აქვს. ფეისბუქი თქვენს მიერ წინასწარ არჩეული პრეფერენციის (ქრონოლოგიური, ტოპ კომენტარი) მიხედვით აწყობს კომენტარებს და  ამის შესაბამისად გაჩვენებთ კომენტარებს. პირადად უამრავჯერ მქონია გამოცდილება, როდესაც მთელი პოსტის წარმატება/წარუმატებლობის ამბავი პირველ კომენტარს გადაუწყვეტია. თუ პირველ რამდენიმე კომენტარში გაქებენ, მაშინ დიდი ალბათობით, დანარჩენი კომენტარების 90% დადებითია ხოლმე. მაგრამ თუ პირველ რამდენიმე კომენტარში რამეზე გაკრიტიკებენ, მაშინ ისევ 90%-იანი მაჩვენებლით უარყოფითისკენ იხრება პოსტი.

რა თქმა უნდა, სრულიად ადეკვატური კითხვა გაგიჩნდებათ, რომ ეს კომენტარების კი არა, თავად პოსტის ბრალია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზუსტად ერთი და იგივე აუდიტორიაზე, 2 მსგავსი პოსტის გავრცელების შემდეგ, ყველაფერი სწორედ პირველ კომენტარებს გადაუწყვეტიათ. მაგალითად, ერთერთი ბრენდის შემთხვევაში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვდებდით ფოტოებს, რომლებშიც პროდუქტი ლათინურ შრიფტიანი ეტიკეტით ჩანდა. ამაზე არასდროს არავის მოუცია შენიშვნა, თუმცა, ბოლო პერიოდში გამოჩნდა ერთგული მომხმარებელი, რომელმაც დაგვიწერა, რომ პოსტებში ქართულეტიკეტიანი პროდუქტი გამოგვეყენებინა. მისმა კომენტარმა საკმაო რაოდენობის ლაიქები მოაგროვა და იმავე პოსტის სხვა კომენტარებში სხვებმაც გააჟღერეს იგივე აზრი.

ცხადია, ხშირად უარყოფითი კომენტარი იმიტომაც ჩნდება, რომ პრობლემა თავად პოსტშია, მაგრამ მაშინ, როდესაც მცირე შეცდომაა ფოტოზე გაპარული და ერთი დაკვირვებული თვალი ამას კარგად ამჩნევს, იმის ალბათობა, რომ სხვებიც შეამჩნევენ ამ ხარვეზს – იზრდება.

მათ, ვისაც გვერდების მართვის გამოცდილება ჰქონიათ, კარგად მოეხსენებათ, რომ სოციალურ მედიაში უარყოფითი კომენტარის დაწერა უფრო უადვილდება ინტერნეტ მოსახლეობას, ვიდრე დადებითის. ამიტომ გვერდების მენეჯერებს გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული დადებითი კომენტარების მისაღებად. მეორე მხრივ, უარყოფითი კომენტარი (თუ ის ჯანსაღი კრიტიკაა და არა უბრალოდ დამოკიდებულება – “თქვენი კომპანია არ მიყვარს, სხვა მირჩევნია!”) გვეხმარება გამოვასწოროთ შეცდომები. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი მიზანიც ხომ ესაა, რომ დავამყაროთ ურთიერთობა მომხმარებელთან და ჩვენი კონტენტი მომხმარებლისთვის მისაღები გავხადოთ.

მათთვის კი, ვისაც პირველი კომენტარის ძალა გამოუცდია და უნდა, რომ კომენტარები სხვა თანმიმდევრობით დალაგდეს, გეტყვით, რომ გამოსავალი არსებობს:

შედით გვერდის setting-ებში, General-ში გექნებათ Comment Ranking, და უბრალოდ  გამორთეთ see most relevant comments – ფუნქცია.

Picture1

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook