Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

რას უნდა ველოდოთ მესენჯერისგან 2018 წელს

მესენჯერის “თავკაცმა” დევიდ მარკუსმა სულ ახლახან გამოაქვეყნა გასული წლის მიღწევები და 2018 წლის მოსალოდნელი ტრენდებიც დაგვიდო.

2017 წელს მესენჯერს ყოველთვიურად აქტიურად იყენებდა 1.3 მილიარდი მომხმარებელი, “დააბოტებდა” 200 000-ზე მეტი ბოტი, ბიზნესებმა უფრო მეტად დაიწყეს ახალი სარეკლამო მიზნის, Messages Objective-ისა და click-to-Messenger რეკლამების გამოყენება. ჩვენი კომუნიკაცია მეგობრებთან გახდა უფრო ვიზუალური: გაიგზავნა 500 მილიარდზე მეტი ემოჯი და 18 მილიარდზე მეტი გიფი, ვიდეო ჩატი კი 17 მილიარდზე მეტჯერ გამოიყენეს (რაც 2016 წელთან შედარებით ორჯერ დიდი რიცხვია).

2018 წელს დევიდ მარკუსს უფრო დიადი გეგმები აქვს მესენჯერთან დაკავშირებით. მაშ ასე, გასაკეთებელი საქმეების სია ასე გამოიყურება:

1. Realtime FTW!  – სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენ რეალურ დროში, უპრობლემოდ უნდა შეძლოთ მეგობრებთან კომუნიკაცია. ფეისბუქი უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს, რათა მსოფლიოს მეორე ბოლოდან შეძლოთ ბიძაშვილის ქორწილს დაუსწრებლად დაესწროთ ან შეიტყოთ თქვენი ახლობლების უსაფრთხოების შესახებ რომელიმე სტიქიური უბედურების დროს.

2. Doing more together – ვინაიდან და რადგანაც ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ბევრი კომუნიკაცია გვჭირდება ერთმანეთთან, ამიტომ დიდი ყურადღება დაეთმობა ჯგუფურ ვიდეო ჩატებს. თქვენ დაუბრკოლებლად და ძალიან კომფორტულად შეძლებთ, იმეცადინოთ  კურსელებთან ერთად გამოცდის წინა ღამეს ან დაგეგმოთ კორპორაციული წვეულება. მოკლედ, უფრო მეტი გაკეთდება ამ მიმართულებით (უფრო დეტალურად ჯერ, ალბათ, თავად მარკუსმაც არ იცის).

3. Simplify to Delight (მარტივი და სასიამოვნო ან გნებავთ სიამოვნებამდე მარტივი :/) – გასულ წელს მესენჯერში ბევრი ახალი ფუნქცია გაიტესტა. ზოგმა თავი დაიმკვიდრა, ზოგი კი ბაზარმა დაარეგულირა და მივიწყებას მიეცა. უამრავმა სიახლემ ცოტა არეულობა გამოიწვია. ძნელიც კი იყო ყველაფრის ათვისება და გამოყენება.
იაზრებს რა, რომ “გენიალურობა სიმარტივეშია”, დევიდ მარკუსი 2018-ში უკეთესად მოიქცევას გვპირდება: მესენჯერი გამოსაყენებლად უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნებაო.

4. Getting way more visual (ანუ “ნუდების” გაგზავნა წელსაც აქტუალურია) – ვიზუალური კომუნიკაცია 2017-ში ისედაც პოპულარული იყო, 2018-ში კი საერთოდ “სიფსიხეში” გადაიზრდება, ინდუსტრია აქეთკენ მიდის და ჩვენც არ ვიყურებით უკანო – ამბობს მესენჯერის თავი-კაცი.  მომხმარებლები უფრო მეტად გამოიყენებენ სტიკერებს, ემოჯიებს, ფოტოებს, ვიდეოებს, ფილტრებს და ა.შ.  ასე რომ, შეგვიძლია, მოუთმენლად ველოდოთ ახალ ვიზუალურ გასართობებს ^_^

5. Customer service will transform into customer care (მომხმარებლებზე ზრუნვა და არა უბრალოდ სერვისის მიწოდება) – მომხმარებლების ბრენდებთან ურთიერთობა აღარ შემოიფარგლება მარტივად შეკითხვის დასმით და პასუხის მიღებით, არამედ მეტი ყურადღება მიექცევა მომხმარებლებზე ზრუნვას, ამიტომ ბიზნესებმა ამ კუთხით განვითარებაზე უნდა იფიქრონ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, ბიზნესს პირდაპირ მესენჯერში მიწეროს და არ ეკონტაქტოს, მაგალითად, ტელეფონით ან ელფოსტით. ამიტომ საჭიროა მეტი კრეატიული გზა, რათა ბრენდებმა ეს პლატფორმა უკეთესად აითვისონ მომხმარებლებისთვის საინტერესო გამოცდილების შესაქმნელად.

6. Messaging as a marketing channel: No longer “if” but “when” – მარკუსის თქმით, გასულ წელს მრავალი მარკეტერისგან მოისმინეს, რომ მესენჯერი ერთ-ერთი მარკეტინგული არხი იქნება და არც ისე სახუმარო. ამიტომ დიდმა და მცირე ბიზნესებმა ამ არხის სათავისოდ გამოყენებაზე მეტი რესურსი და კრეატივი უნდა დახარჯონ ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook