Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

Facebook კონფერენცია 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე თანამედროვე ტექნოლოგიების ერთგვარ გამოწვევად იქცა. ისეთი იდეები, რომლებიც არც კი წარმოგვედგინა, სან-ხოსეში ჩატარებულ ღონისძიებაზე სრული სიცხადით და სერიოზულობით გაჟღერდა. როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

შარშანდელ F8-ის კონფერენციაზე 360 გრადუსი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ვირტუალური რეალობა და 360 განუყრელ ნაწილებად იქცა. მაგრამ სამომავლოდ ეს აღარ იქნება საკმარისი და facebook დამატებით რეალობას (Augmented Reality) შემოგვთავაზებს. მისი აუდიო და ვიზუალური ელემენტები, ასევე, ხელოვნური ინტელექტი პირდაპირი მნიშვნელობით გააერთიანებს რეალურსა და წარმოსახვით სამყაროს. თანაც, მხოლოდ 360-ს არ დასჯერდება facebook. წარმოიდგინეთ 360 გრადუსიანი სამყარო, თანაც – 3 განზომილებაში. როგორც ოკულუსის წარმომადგენელი ამბობს, ხუთიოდე წელში დამატებითი რეალობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა.

Screen Shot 2017-04-20 at 11.26.56

კონფერენციაზე რამდენიმე ისეთ პროექტზეც ისაუბრეს, რომელიც ჯერ თავისი განვითარების ეტაპებს გადის. ასე მაგალითად, Aquila-ს ტექნოლოგია – მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი. Aquila მზის ენერგიას მოიხმარს იმისთვის, რომ ასობით ათასი ადამიანისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადოს ყველაზე რთულად მისაღწევ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებშიც კი. როდესაც Aquila სრულფასოვნად იმუშავებს, მას შეეძლება იფრინოს და ინტერნეტისთვის საჭირო ტალღები გაავრცელოს.

wpid-Say-Hello-To-Aquila-Facebook

F8-ის მეორე დღეს ასევე მნიშვნელოვანი იყო facebook-ის განვითარებისა და კვლევის ცენტრის ხედვა ვირტუალურ და ასევე ხელშესახებ პროდუქტებზე. ინჟინერიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევები, რა თქმა უნდა, საფუძვლად უდევს facebook-ის ინოვაციურ იდეას. მეტყველება სიტყვების გარეშე – მეტაფორული ტერმინი არ გეგონოთ, დეველოპერები მომავალი ამ ყველაფრის რეალობაში გადმოტანას გვპირდებიან.

წარმოიდგინეთ სისტემა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გონებით დაწერონ. თანაც დაწერონ წუთში 100 სიტყვა, რაც საშუალოდ ხუთჯერ აღემატება ჩვენი ბეჭდვის ტემპს. თუ თქვენი ფიქრების საჯაროდ გამჟღავნება არც ისე კარგი იდეა გგონიათ, ნუ შეგეშინდებათ. ეს სიახლე არ გულისხმობს თქვენი შემთხვევითი, ცნობიერი თუ არაცნობიერი ფიქრების ბეჭდვას. გონებაში არსებული ე.წ. ,,მეტყველების ცენტრი” მარტივად დაახარისხებს იმას, რისი გადმოცემაც გინდათ და იმასაც – რასაც არ იტყოდით. ეს ხელსაწყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფიზიკური ტრავმის მქონე ადამიანისთვის, რომელსაც არ შეუძლია ბეჭდვა/წერა.

regina-dugan-f8-2017-2

და თუ თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი მიღწევები ჯერ კიდევ შორს გეჩვენებათ, გაიხსენეთ რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ კომპიუტერები სურათებს რიცხვების კომბინაციებად აღიქვამდნენ და მასზე გამოსახული მნიშვნელობები მეორეხარისხოვანი იყო. ახლა კი ხელოვნური ინტელექტის წყალობით სურათის თითოეულ პიქსელში ჩამალული მნიშვნელობა ამოცნობადი ხდება. სხვადასხვა ეფექტი, რელევანტური სიმბოლო თუ სტიკერი, რომელსაც facebook თავისი კამერით სულ მალე შემოგვთავაზებს დასაწყისი იქნება იმ სიახლებისა, რომლებიც facebook-ის 2017 წლის კონფერენციაზე გაჟღერდა.

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე?

წელიწადში ერთხელ Facebook თავს უყრის განვლილ ეტაპებს, სამომავლო ხედვებს და ამ ყველაფერს თავის კონფერენციაზე წარადგენს. F8 2007 წლიდან ტარდება - ღონისძიების სახელი კი უკავშირდება facebook-ის ტრადიციულ, 8 საათიან ჰაკათონებს.

Facebook