სიახლეები

რეკლამები ჯგუფებში

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფეისბუქის news feed-ზე რეკლამების ადგილიც ამოწურვადია. დღესდღეობით, ფეისბუქი სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, რეკლამების ადგილის არარსებობა დამღუპველია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც სოციალურ მედიაში რეკლამების განთავსებაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ფეისბუქი განათავსებს რეკლამებს ჯგუფებშიც, რათა მათ 500 მილიონ მომხმარებელსაც მიწვდეს და უფრო პროდუქტიულად გამოიყენოს ყველა ფუნქცია.

facebook-groups11

როგორც ფეისბუქი აანონსებს,  2017 წლის მეორე ნახევარში, news feed-ზე რეკლამები მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწევს, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატივის გამოჩენა აუცილებელია. Workplace და ჯგუფების რეკლამები შეგვიძლია ასეთ ალტერნატივებად მივიჩნიოთ.

groups-buy_sell-12

ჯგუფების რეკლამებს მომხმარებლის ნაწილისგან უაყოფითი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ინოვაცია ჯერ მხოლოდ ტესტირებას გადის, მის საბოლოო დამტკიცებამდე მომხმარებლის ინტერესები და შენიშვნები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საბოლოო რეკლამებს ექნებათ ფეისბუქის რეკლამის სახე და  ტარგეტირებული იქნება ჯგუფის თემატიკის მიხედვით.

ჯერ რთულია იმის პროგნოზირება, ექნება თუ არა ჯგუფების რეკლამებს ისეთი ჩართულობა როგორც დღესდღეობით ნიუს ფიდის რეკლამებს აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალი სივრცე ახალი გამოწვევა გახდება რეკლამების შემქმნელებისთვის.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

Live video ინსტაგრამზე

იყავით უფრო ჩართულები

Facebook