Fb სიახლეები, მოსაზრება, სახელმძღვანელო

,,სიცრუის დეტექტორი” facebook-ზე

მოდი, ვაღიაროთ, რომ სოციალურ სივრცეში გაგებულ ამბებს ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით ვუყურებთ. გადამოწმება – თითქოს მისჯილი ჰქონდეთ აქაურ ამბებს. სუბიექტურობას არც ერთი საინფორმაციო წყარო არ გამორიცხავს, მაგრამ მაინც ვცდილობთ ხოლმე, ვიცოდეთ სიმართლე, რამდენადაც, საერთოდ, სიმართლის ცოდნა შესაძლებელია.

1-HlHPBupCY_ARvnD34uql0A

ბევრი კრიტიკოსი facebook-ს არასანდო წყაროდ მიიჩნევს – ,,გადადი ბმულზე და გაიგე..”, ,,რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ..”, ,,თვალებს არ დაუჯერებთ..”, ამ და სხვა უკვე ფრთიანად ქცეულ ფრაზებს წააწყდებით news feed-ში. ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით როგორი აჭრელებული იყო facebook, გახსოვთ ალბათ – სიჭრელეს და ბევრ პოსტს კიდევ რა უშავს აი, გადაუმოწმებელმა, არაზუსტმა ინფორმაციამ ნამდვილად ააღელვა და დააბნია ამომრჩეველი აშშ-ში (და არამარტო). ამ ამბის მერე, facebook, შეიძლება ითქვას, იძულებული გახდა, რამე მოეფიქრებინა არასწორ ინფორმაციასთან საბრძოლველად (Star Wars-ის ხმლები არ გამოდგებოდა ამისთვის, ეჰ).

3-3hgx55W1AVTB_AWtmGxhDg

ზოგადად, facebook-ს ურჩევნია, რომ თავის სივრცეშივე გავიგოთ ამბები და ,,ლინკზე გადასვლა” არ გვჭირდებოდეს ამისთვის, მით უმეტეს, თუ ამბავი ,,გადადი ბმულზე და გაიგე რა მოხდა” ტიპისაა. შესაბამისად, მისი ჭკვიანი ალგორითმიც ისეა მოწყობილი, რომ ასეთი, დაწკაპუნებაზე ორიენტირებული ამბები ნაკლებად გამოჩნდეს ჩვენს news feed-ში. ალგორითმი ცდილობს, ნაკლებად გაავრცელოს ამბები, რომელთა სათაურიც გვეუბნება ყველაფერს იმის გარდა, რაზე შეიძლება იყოს სტატია – ,,ვერასდროს დაიჯერებ რა მოხდა წითელ ხალიჩაზე”, ან თუ შეცდომაში შევყავართ მას – ,,ვაშლი ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის?!”. ათასობით მსგავსი ფრაზა ისევე ამოვარდება ჩვენი news feed-დან, როგორც – inbox-დან spam მესიჯები.

Screen Shot 2016-12-14 at 15.59.39

მაგრამ მაინც რთულია, ზღვა ინფორმაციაში გარკვევა და ალგორითმიც სრული სიზუსტით არ მუშაობდა. Facebook-მაც ასეთი რამ გადაწყვიტა – თავის გუნდში მოგვიაზროს ჩვენც, მისი მომხმარებლები, რომლებიც ვეტყვით, სადაა სიმართლე და სად – არა.

ჯერ თუ არ შეგინიშნავთ გამოკითხვა news feed-ში, სულ მალე facebook თქვენც დაგეკითხებათ აზრს ინფორმაციის ტყუილ-მართალზე. ჰო, რაც მთავარია, არ დაიზაროთ და უპასუხეთ კითხვებს. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ ნაცადი მეთოდი – report, რომელზეც შეამჩნევთ მცდარი ინფორმაციის ,,სამხილებელ” წარწერას “it’s a false new story”.

Screen Shot 2016-12-14 at 16.35.02

ამ ყველაფრით დაეხმარებით facebook-ს იყოს უფრო რელევანტური  და თქვენს news feed-შიც ნაკლებად მოხვდება ,,შოკისმომგვრელი” თუ ,,გადადი ლინკზე და გაიგე” ამბები.

 

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook