მოსაზრება

სწორება სმარტფონებზე

2015 წლისთვის მსოფლიოში უკვე 3.5 – 4.5 მილიარდი მობილურია, მათგან კი 2 მილიარდი სმარტფონი. თუ დავაჯამებთ დანარჩენ გაჯეთების (იგულისხმება კამერები, ტელევიზორები, კომპიუტერები და კონსოლები) 2014 წლის გაყიდვებს, სმარტფონები თითქმის მეოთხედ მილიარდიანი სხვაობით ლიდერობენ. მობილურების ბიზნესმა უკან ჩამოიტოვა კომპიუტერები. ეს სტატისტიკა ნიშნავს რომ მსოფლიო ტექნიკის მწარმოებელი ინდუსტრია მთლიანად გადაეწყო სმარტფონებზე, ხოლო დანარჩენი პროდუქტები ახალი „მზის“ გრავიტაციას ემორჩილებიან.

Picture41

მარკეტერებისათვის სმარტფონი ნიშნავს ბევრ, მაგრამ შედარებით უხარისხო კონტენეტს, ფოტო იქნება ეს, ვიდეო თუ სხვა რამ. ეს ე.წ. “ორგანიქ” მასალა სულ უფრო აქტუალური ხდება. მნიშვნელოვანია სისწრაფე. ხარისხმა მეორე პლანზე გადაიწია. პროფესიონალური ტექნიკა მძიმეა, ტელე-მედიაში უკვე მობილური რეპორტაჟები ჩნდება. სელფის ჯოხი, აიფონი და მზადაა, აღარ არის საჭირო მძიმე შტატივები და ოპერატორის შტატი. სწორედ ასეთი, ოდნავ უხარისხო, მაგრამ პერსონალურ გამოცდილებაზე აგებული პროდუქტ-კომუნიკაციაა ყველაზე შედეგიანი. მარტივად რომ ვთქვათ, მყიდველი უფრო უკეთ დაიჯერებს ნიკაკოს ან ეკაკოს მობაილფოტოზე გამოსახული მოკბეჩილი კიტრის სიქორფეს, ვიდრე შათერსტოკიდან აღებული გაპრიალებული პიკულებისას.

რაც შეეხება გაყდვებს, სოციალური ქსელები იაფი რეკლამის პლაცდარმია. ფეისბუქით ტრადიციული მედიის (ტელევიზია, რადიო ჟურნალ გაზეთები) რეკლამის დაახლოებით მეხუთედ ფასში მოიცავთ იმავე აუდიტორიას და თან გააკონტროლებთ რამდენად მისაღებია თქვენი პროდუქტი. შესძლებთ რეალური დროის რეჟიმში მიიღოთ მომხმარებელთა ყველა გამოხმაურება და შესაბამისად წარმართოთ სარეკლამო კამპანია.  სოციალური მედია სულ უფრო მეტად ავიწროებს ტრადიციულ მედიას, განსაკუთრებით გაყიდვების კუთხით და ეს მხოლოდ დასაწყისია.

  • ადამიანები თავისი დროის 50%-ს ონლაინ ხარჯავენ.
  • 2015 წლის III კვარტლის მონაცემებით ფეისბუქზე უკვე თვეში 1,55 მილიარდი აქტიური მომხმარებელია. (მსოფლიოში სულ 7 მილიარდი ადამიანია!)
  • 90% ყურად იღებს მეგობრის გაზიარებულ ინფორმაციას
  • 80% კი ამჯობინებს ბრენდებთან ფეისბუქ-კომუნიკაციას

მაშინ, როცა პოტენციური მომხმარებლების 86% „ახტება“ ტელე რეკლამას და 44% არასდროს ხსნის სარეკლამო წერილს.

ვფიქრობთ, ზემოთქმულიდან მარტივია დასკვნა რომ სოციალური მედია მარკეტინგის რენესანსს უნდა ველოდოთ, სადაც ძირითადი გაჯეთი სმარტფონი იქნება და არა კომპიუტერი. კონტენტიც შესაბამისი შეიქმნება – სპონტანური და ნაკლებ პრიალა, ხოლო წინა წლების დაფოტოშოპებულ მოდელებს ფეისბუქის, ინსტაგრამის და იუთუბის გოგო-ბიჭები ჩაანაცვლებენ.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მეტი გიფი ხალხს!

სოციალური მედიის ხალხისთვის დღეს დიდი დღეა. სტატუსებში და კომენტარებში GIF-ების ატვირთვა გახდა შესაძლებელი, ბმულის დადება კი არა, ატვირთვა!!!

Facebook