Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ფეისბუქი კრიპტოვალუტის რეკლამებს დაბლოკავს

ფეისბუქის სარეკლამო პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ რეკლამები მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და სარგებლის მომტანი უნდა იყოს. ცხადია, კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული და ცდილობს, ბიზნესებსა და ადამიანებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას შეუწყოს ხელი, თუმცა, ეს ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს.

ფეისბუქი თვლის, რომ ზოგიერთი კომპანია არაკეთილსინდისიერად იყენებს პლატფორმას და კრიპტოვალუტის რეკლამირებით მომხმარებლის მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამიტომ სანამ ყველაფერი უფრო მკაფიო და ცხადი გახდება, კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი რეკლამები საერთოდ დაბლოკოს (მათ შორის ბიტკოინის რეკლამაც).

26911907_179350376165551_9006868692583055360_n-1024x610

ანუ ის ფინანსური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება, შეიზღუდება. ფეისბუქი გვაფრთხილებს, რომ მსგავსი რეკლამები შესაძლოა მაინც გაიპაროს, ამიტომ თუ ჩათვლით, რომ რაღაც რიგზე არაა, შეგიძლიათ დაარეპორტოთ და თავად შეუწყოთ ხელი პლატფორმის განვითარებასა და დახვეწას.

კრიპტოვალუტები განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში გახდა, ამიტომ, სავარაუდოდ, ბევრი მომხმარებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩება ამ სიახლით.

bitcoin coin coin

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook