Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ფეისბუქი სუიციდის პრევენციისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ფეისბუქი თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, სუიციდის პრევენციას კიდევ ერთხელ შეეჭიდა. კომპანია მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებაზე, რომელსაც გარკვეულ დონეზე უკვე შეუძლია, ამოიცნოს ადამიანის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება.

1

ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს პოსტებს, რომლებიც”საგანგაშო” შინაარსისაა და ცდილობს, ამ ადამიანებს სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება (რადგან დრო ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე).

ერთ-ერთი მეთოდი, რითიც AI ადგენს, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება, არის ფეისბუქ მომხმარებლების რეაგირება მის პოსტებზე. კომენტარები:  “კარგად ხარ?” ან  “დახმარება ხომ არ გჭირდება?” (Are you Ok? Can I help you?) ერთგვარი ნიშანია, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

როგორ მუშაობს ფეისბუქი ამ საკითხზე?

კომპანიას ჰყავს  უზარმაზარი გუნდი, რომელიც განიხილავს შემოსულ რეპორტებსა და ფეისბუქზე განთავსებულ კონტენტს. ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილია ჯგუფი, რომელიც სუიციდისა და თვითდაზიანების თემაზე მუშაობს და გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი.  ხელოვნური ინტელექტი შემოსულ რეპორტებს პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს და იმ პოსტებზე, “ლაივ” ვიდეოებსა და ვიდეოებზე რთავს განგაშს, რომლებზეც ფიქრობს, რომ უფრო საჩქარო და საყურადღებოა.

თუ თვლით, რომ თქვენი ფეისბუქ მეგობრის გვერდზე განთავსებული პოსტი ან ვიდეო საგანგაშო და საეჭვოა, შეგიძლიათ დაარეპორტოთ. ფეისბუქს მხარდაჭერის აღმოჩენის რამდენიმე ვარიანტი აქვს: 1. პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს მეგობართან გასაუბრებას 2. შესაბამის ცხელ ხაზზე დარეკვას 3. სხვა რესურსებსა და რჩევებს, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, გამოადგეს, რომ თავის თავს თვითონ აღმოუჩინოს დახმარება.

ფეისბუქი სუიციდის პრევენციისთვის შექმნილ “ხელსაწყოებს” დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტესტავს. დღეიდან კი აშშ-ის გარეთაც, ბევრ ქვეყანაში გაეშვება. სიახლე, ჯერჯერობით, არ შეეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს (განსხვავებული რეგულაციებისა და ინტერნეტ პოლიტიკის გამო). ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook