Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ფეისბუქი სწრაფ ვიდეოებს ტესტავს

უკვე დიდი ხანია, ფეისბუქმა Instant articles ჩაუშვა – სწრაფი და ინტერაქციული სტატიები თითის დაჭერის შემდეგ 10-ჯერ უფრო სწრაფად იხსნება, ვიდრე ჩვეულებრივი, ვებგვერდიდან გაზიარებული ბმულები. როგორც კომპანია გვარწმუნებს, ასეთ სტატიებს კითხვადობა უფრო მეტი აქვს. ხოლო, ალბათობა რომ მომხმარებლებმა შუაში მიატოვონ, უფრო ნაკლებია.

ფეისბუქი იმავეს გეგმავს ვიდეოების შემთხვევაშიც. Instant video-ების ტესტირება ანდროიდებზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

რას ნიშნავს სწრაფი ვიდეოები? 

როდესაც სმარტფონი ვაიფაის დაუკავშირდება, ფეისბუქი ნიუსფიდში არსებულ ზოგიერთ ვიდეოს თქვენთვის დაიმახსოვრებს, რომ მოგვიანებით მათი ყურება მობილური ინტერნეტის დახარჯვის გარეშეც მოახერხოთ.

InstVideos1

რა სარგებლობას მიიღებს ამით ფეისბუქი? 

კომპანიის მიზანია, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ და “გადაამუშაონ” (ნახონ, დაიმახსოვრონ, ჩაერთონ). ფეისბუქი მეტ სარეკლამო სივრცეს გაყიდის, “ედვერთაიზერები” კი უფრო ბედნიერები იქნებიან, offline რეჟიმშიც რომ მისწვდებიან თავიანთ მომხმარებლებს და მოსვენებას არ მისცემენ ^_^

facebook-instant-video (1)

სიახლე, ჯერჯერობით, ტესტირების რეჟიმშია და მცირე რაოდენობის ანდროიდის მომხმარებლებს აქვთ მასზე წვდომა. ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩაუშვებენ გლობალურად ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook