Fb სიახლეები, სიახლეები

ფეისბუქი ქველმოქმედებისთვის

ფეისბუქი არის გლობალური ქსელი, რომელიც მოხალისეებს, დონორებსა და აქტივისტებს აერთიანებს და ასე, 150 მილიონზე მეტი ადამიანი ცდილობს, მსოფლიო უკეთესი გახადოს.

ხალხი ეძებს მიტოვებულ ბავშვებს, ხარჯავს ფულს დაავადებულთა დასახმარებლად, ყურადღებას აქცევს საკითხებს, რომლებიც აინტერესებს… ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ხალხი მოქმედებს, სამყარო იცვლება. ფეისბუქის მიზანია, ერთმანეთთან დააკავშიროს ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება და ვისაც დახმარება შეუძლია.

დღესდღეობით, ფეისბუქი ტესტავს ახალ “ხელსაწყოს”, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გახდნენ ქველმოქმედები მარტივად, ფეისბუქიდან გასვლის გარეშე. ახალი ხელსაწყო საშუალებას მისცემს არაკომერციულ ორგანიზაციებს, იპოვონ ახალი მხარდამჭერები, დაამყარონ კავშირი თავიანთ მიზნობრივ აუდიტორიასთან და მიიღონ შემოწირულობა თავიანთი საქმის საკეთებლად.  

2013 წლიდან ფეისბუქი აქტიურად ცდილობს არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას. მაგალითად, ნეპალის მიწისძვრის დროს, მათ მიიღეს მონაწილეობა კამპანიაში დაზარალებულთა დასახმარებლად.

ახალი ადგილი ქველმოქმედებისთვის

Fundraisers – არის სპეციალურად ქველმოქმედებისთვის შექმნილი სივრცე, სადაც არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ აწარმოონ სპეციალური კამპანიები შემოწირულობის გასაზრდელად.

fundraisers-on-desktop-and-mobile-v2[1]

არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, მოყვნენ თავიანთ ისტორიებს, შეაგროვონ შემოწირულობები, გახადონ მუშაობის პროცესი ღია და საჯარო, დასახონ წლიდან წლამდე მიზნები და აწარმოონ თემატური კამპანიები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა წყლის რესურსებზე ზრუნვა, უსახლკაროთათვის ტანსაცმლის შეგროვება და ა.შ.

fundraiser-on-mobile-and-shared-with-friends-v3

ხალხს ექნება საშუალება, მარტივად გახდნენ ქველმოქმედები ფეისბუქის საშუალებით და ეს ამბავი იქვე გაუზიარონ მეგობრებს. ყველა გაზიარებულ პოსტს ექნება “Donate” ღილაკი, რომელიც დანარჩენებს საშუალებას მისცემს, მარტივად აუღონ ალღო ახალ ხელსაწყოს და თავადაც გახდნენ ქველმოქმედები პირდაპირ ნიუს ფიდებიდან.

დონაციის ღილაკი გვერდებისა და პოსტებისთვის

იმისთვის, რომ არაკომერციულმა ორგანიზაციებმა უფრო წარმატებით მოახერხონ მუშაობა, ფეისბუქმა “Donate” ღილაკი გვერდებსა და პოსტებზეც დაამატა.

donate-button-on-page

ნებისმიერ არაკომერციულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, დაამატოს ეს ღილაკი საკუთარ გვერდზე. ეს მომხმარებლებს გაუმარტივებს გზას ქველმოქმედებისკენ.

გაიგეთ მეტი

ფეისბუქი ტესტავს ახალ კამპანიას 37 პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორისაა Mercy Corps, National Multiple Sclerosis Society და World Wildlife Fund. ფეისბუქი ამ რაოდენობაზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალში ამ კამპანიაში რაც შეიძლება მეტი არაკომერციული კომპანიის ჩართვას გეგმავს.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს, შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მოცემულ ლინკზე: https://donations.fb.com/

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook