Fb სიახლეები, სახელმძღვანელო

ფეისბუქი ყალბ “ლაივ” ტრანსლაციებს ებრძვის

ყველა ვთანხმდებით, რომ ფეისბუქ „ლაივი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიგნებაა სოციალური ქსელისთვის. ყველა სმარტფონიან ადამიანს აქვს ძალაუფლება, ნებისმიერ დროს გააშუქოს რეალურ დროში მიმდინარე საინტერესო მოვლენები და პარალელურად გაიგოს ხალხის რეაქციები, შეფასებები და აზრები.  მოკლედ, ლაივი უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

ბევრი გვერდი პირდაპირი ტრანსლაციის მთავარ დანიშნულებას ცუდად იყენებს და აყალბებს მის კონტენტს, მაგალითად, ატარებენ ლაივ ვიდეო გამოკითხვებს, სადაც ფონად სტატიკური ვიზუალია, ფეისბუქ მომხმარებლებმა კი რეაქციების არჩევით უნდა დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა პეტრეს ან პავლეს მიმართ. გვხვდება ვიდეოები, სადაც მხოლოდ საათი წიკწიკებს და მთელი შინაარსი ისაა, რომ ახალ წლამდე დარჩენილია 9 სინათლის წელიწადი.

როგორც აღმოჩნდა, ასეთი შინაარსის პირდაპირი ჩართვები ხალხის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ფეისბუქმა გადაწყვიტა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს მათ.

თუ ყალბ ლაივ ვიდეოებს ავრცელებთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წვდომა  ფბ მომხმარებლებზე საგრძნობლად შემცირდება, ხოლო თუ ხშირად დაარღვევთ ფეისბუქის წესებს, შესაძლოა გვერდს ლაივ ფუნქციაზე წვდომაც შეუზღუდონ.

esaaa

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook