ნიმუშები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ყველა შეტყობინება ერთ სივრცეში

გასული წლის მიწურულს facebook-მა სოციალური მედიის მენეჯერებს საქმე ერთიორად გაუმარტივა – თუ მანამდე ცალკ-ცალკე უწევდათ შეტყობინებების შემოწმება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, შესაძლებელი გახდა მათი ,,ერთ საფოსტო ყუთში” მიღება. Pages Manager-ის აპლიკაციის განახლებული ვერსია თავს უყრიდა როგორც facebook-ის, ასევე, messenger-ისა და Instagram-ის მესიჯებს. ამის შესახებ გიამბეთ კიდეც აქ.

Screen Shot 2017-03-03 at 12.15.52

თუ დესტოპთან მუშაობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მობილურზე მორგებული სიახლე თქვენი კომპიუტერის ეკრანზეც გადმოინაცვლებს. “Follow up”, “Done” – ამ ღილაკებით შეგიძლიათ განასხვავოთ შესრულებული და შესასრულებელი დავალებები. ასევე, სიახლე ეხება არა მხოლოდ მესიჯებს, არამედ – სხვა აქტივობებსაც, როგორიცაა კომენტარები თქვენს გვერდზე, პოსტები, განხილვები (reviews) და ა.შ.თუ პოსტების ორგანიზება, მათი დალაგება და მოწესრიგება თქვენს მუშაობას უფრო პროდუქტიულს ხდის, მაშინ აპლიკაციის ახალი ვერსია ნამდვილად მოგეწონებათ.

Screen Shot 2017-03-03 at 12.19.52

სქრინშოთიდან ხედავთ, როგორ არის დანაყოფებად ჩამოშლილი სხვადასხვა პლატფორმის შეტყობინებები. დეველოპერები იმედოვნებენ, რომ ახალი ინტერფეისი ინტუიციური იქნება და მომხმარებელი მარტივად აუღებს ალღოს მას როგორც მობილურის ეკრანზე, ასევე – დესკტოპზე. ვარაუდობენ, რომ, შეტყობინებებთან ერთად, ამ ველს სხვადასხვა ხელსაწყო ეტაპობრივად დაემატება, რაც სოციალური სივრცის ოკეანეში ცურვას უფრო კომფორტულს გახდის.

fb integ3

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook