მოსაზრება, ნიმუშები, სახელმძღვანელო, სიახლეები

შენი ონლაინ გიდი – სოციალური ქსელი

სოციალური ქსელებისთვის მობილური ხელსაწყოები დღითიდღე უფრო ხშირად გამოყენებადი ხდება, ვიდრე – კომპიუტერის ეკრანი. 2016 წლის მონაცემებით ეს თანაფარდობა განისაზღვრება 48.7% vs 51.3% – მობილური ტელეფონის სასარგებლოდ. თქვენ წარმოიდგინეთ, facebook-ის 1.8 მლრდ აქტიური მომხმარებლიდან 1 მლრდ ამ სივრცეს მხოლოდ მობილურით სტუმრობს.

statcounter-1

გარდა იმისა, რომ facebook გვეხმარება დავუკავშირდეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, დავგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიება და ვიცოდეთ რა ხდება ჩვენ გარშემო, სოციალური ქსელი თავისი ახალი ფუნქციით ჩვენს მოგზაურობაში ,,მრჩეველიც” იქნება.

City Guides  – ასე ჰქვია ,,More” სექციაში დამატებულ ახალ ფუნქციას, რომელიც facebook -ის მობილურ აპლიკაციაზე სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი. სხვა ონლაინ გიდებისგან განსხვავებით, City Guides-ის ალგორითმი უმეტესად თქვენს facebook მეგობრების გამოცდილებაზეა აგებული. აქ ნახავთ იმ ქალაქების ჩამონათვალს, რომელშიც თქვენი მეგობრები იყვნენ. ასევე, წააწყდებით რეკომენდაციებს – რა შეიძლება იყოს საინტერესო ამ ქალაქში – მუზეუმიდან დაწყებული კლუბით დამთავრებული.

giphy-2

როცა ჯერ მხოლოდ ვირტუალურად, ღილაკზე თითის დაჭერით ესტუმრებით თქვენთვის სასურველ ქალაქს, იქვე შენიშნავთ თქვენი მეგობრების პროფილის სურათებს. სურათებზე დაწკაპუნებისას უკვე ცალკეული facebook მეგობრის მარშრუტს ნახავთ ამ ქალაქში – სასტუმრო, პაბი, ბიზნეს თუ სავაჭრო ცენტრი და ა.შ (facebook გაითვალისწინებს მათ check-in ისტორიას). თუ მეტის გაგება მოგინდათ, ვიდრე აპლიკაცია გთავაზობთ, უბრალოდ – მიწერეთ თქვენს მეგობრებს.

Screen-Shot-2017-03-05-at-18.58.39-1024x597

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია ძირითადად თქვენი მეგობრების გამოცდილებას ისახავს მთავარ ორიენტირად, აქვე ნახავთ დამატებით ფუნქციას: “Places the Locals Go”. მოკლედ, თქვენი მოგზაურობისთვის შეგიძლიათ ადგილობრივების რჩევები და მიმოხილვებიც გაითვალისწინოთ. ახალმა ხელსაწყომ ჯერ მხოლოდ დიდ ქალაქებზე იცის ამბები და, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, მომავალში სიახლე უფრო მეტ ადგილს მოიცავს.

Jay Sprogell GIF - Find & Share on GIPHY

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოგზაურობა და არც მის დეტალებზე გიფიქრიათ ბევრი, შეგიძლიათ “Save” ღილაკი გამოიყენოთ, შეადგინოთ ერთგვარი სია და მოინიშნოთ ის ადგილები, რომლებსაც გინდათ, რომ ესტუმროთ. მგონია, რომ აპლიკაცია საინტერესო იქნება არ მხოლოდ უცხო ქალაქსა და ქვეყანაში მოგზაურობის დროს, არამედ იმისთვისაც, რომ ცოტა მეტი ვიცოდეთ საკუთარ ქალაქზე და უფრო მეტი აღმოვაჩინოთ იქ, სადაც ყოველდღე ვცხოვრობთ.

Screen Shot 2017-03-10 at 13.43.08

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook