Fb სიახლეები, მოსაზრება, სახელმძღვანელო, სიახლეები

შენი წესები რეკლამაზე

საინტერესო კონტენტის შექმნის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკლამის სწორ აუდიტორიამდე მიტანა. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეც, რომ კამპანია თუ რეკლამა არ ამართლებს ჩვენს მოლოდინს – ნაკლებად ან ზედმეტად წარმატებულია. ორივე შემთხვევაში, სოციალური მედიის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოს პროცესები და იმოქმედოს შესაბამისად.

wersm-facebook-tech-657x360

იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამა კლიენტისთვის უაზროდ გაღებული თანხა არ იყოს და შემსრულებლისთვის – არაეფექტიანი სარეკლამო კამპანია, facebook მზადაა, რომ სოციალური მედიის მენეჯერები იყვნენ რეკლამის წესების დამდგენები. ავტომატური წესის შექმნის დროს შესაძლებელია:

რეკლამის გამორთვა, როცა ის ნაკლებად ეფექტიანია.

ბიუჯეტის გაზრდა, როცა ის მოსალოდნელზე მეტად მოსწონს სამიზნე აუდიტორიას.

e-mail-ის მიღება, როცა რეკლამის ნახვის რაოდენობა ნაკლებია თქვენ მიერ დადგენილი წესის ,,ქვედა ზღვარზე”.

giphy-8

Facebook-ის ეს ხელსაწყო სოციალური მედიის მენეჯერს ეხმარება, რომ დაზოგოს დრო და მისი ნამუშევარი მეტმა ხალხმა ნახოს. თანაც ისე, რომ არ დაიხარჯოს ზედმეტი ბიუჯეტი.

ასეთ პატარა დეტალებს შეუძლიათ სამუშაო პროცესი ბევრად უფრო კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული გახადონ. ასე რომ, სოციალური მედიის მენეჯერებო, გამოიყენეთ facebook-ის ეს შემოთავაზება.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook