სიახლეები

ჩათის თემატიკა – ისაუბრეთ მეტი

რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მეგობართან სალაპარაკო თემა ამოგწურვიათ? სწორედ იმისთვის, რომ შექმნილი უხერხულობა მარტივად გაგიქარწყლოთ და სალაპარაკო მიზეზიც მუდმივად გქონდეთ, მესინჯერი გთავაზობთ კიდევ ერთ სიახლეს – ჩათის თემატიკას. ამ ახალი ფუნქციის მეშვეობით, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რაზე ესაუბროთ მეგობარს, შემოთავაზებული თემატიკის მიხედვით, შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ საუბრის დაწყების მიზეზი. მეტიც, შეგიძლიათ დაამსხვრიოთ ყინულები და  ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც საუბრის დაწყება ყოველთვის გერიდებოდათ.

უდავოა, რომ facebook messenger, თავისი 1 მილიარდი მომხმარებლით,  ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი აპლიკაციაა მსოფლიოს მასშტაბით, აგერთვე, აღსანიშნავია კომპანიის მუდმივი წინსვლა, რომელსაც ის რეგულარული განახლებებით  აღწევს. აპლიკაცია თემატიკას გთავაზობთ თქვენი  და თქვენი მეგობრების უკანასკნელი აქტივობების შესაბამისად, რითიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს კომუნიკაციასა და ურთიერთობებს.

ფეისბუქი აგროვებს იმ  ადგილების ინფორმაციას, რომელსაც ესტუმრეთ, და იყენებს მათ საუბრის დასაწყებად. ერთ-ერთმა მოხმარებელმა, დენ სიმპსონმა თქვა, რომ მუსიკა, რომელსაც მისი მეგობრები უსმენენ, ან ივენთები, რომლებსაც ისინი ესწრებიან, აგრეთვე გამოჩნდა მესენჯერში.

CufTNEZWYAEjNhJ

ჯერჯერობით ჩათის თემატიკა ოფიციალურ სიახლედ არ არის ჩაშვებული და ის მხოლოდ ტესტ ვერსიად არსებობს, ამიტომაც ხელმისაწვდომია მოხმარებელთა მცირე რაოდენობისათვის. ფუნქცია საკმაოდ საინტერესო ჩანს და ვიმედოვნებთ, მალე ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი მომხმარებლისათვის. თქვენ რას ფიქრობთ? გჭირდებათ თუ არა ურთიერთობებში დამხმარე?

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

Live video ინსტაგრამზე

იყავით უფრო ჩართულები

Facebook