Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ჩაკეტე გასაღებით სოციალური ქსელი

სოციალურ მედიაზე საუბრისას უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. პირად გვერდებთან ერთად, ბიზნესიც არანაკლებ დაინტერესებულია ამ თემით.

Facebook დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამბებს. რამდენიმე კვირის წინ მან სპეციალური პორტალიც კი შესთავაზა ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო და საფრთხილო სეგმენტს – მშობლებსა და თინეიჯერებს.

მართალია, facebook ანგარიშებისთვის არსებობს ე.წ. ორნაბიჯიანი დაცვა, რომელიც მობილურზე sms-ად მოსულ კოდს მოითხოვს, მაგრამ ეს ხელსაწყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.

Facebook – მა გადაწყვიტა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად ხელშესახები გასაღები შეექმნა. მესმის, რომ წარმოუდგენლად ჟღერს ციფრული სამყაროსთვის ასეთი ნივთები, მაგრამ მოდი, განვიხილოთ ამ სიახლის უპირატესობები.

Screen Shot 2017-02-02 at 17.01.07

Login approvals – ორსაფეხურიანი დაცვის სისტემაა, რომელიც თქვენს პირად ანგარიშს იცავს უცხო ხელში აღმოჩენისგან. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ წამს მობილურზე გვქონდეს წვდომა – შეიძლება დაჯდეს, დაიკარგოს ან უბრალოდ არ ფუნქციონირებდეს. ამ დროს უცხო desktop-იდან თქვენს ანგარიშზე შესვლა დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.

Facebook – ის შემოთავაზება, ,,ხელშესახები გასაღები”, მომხმარებლს დამატებით უსაფრთხოებასა და კომფორტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ხელსაწყო, რომელიც USB-სთან იქნება ინტეგრირებული.

Screen Shot 2017-02-02 at 15.35.04

Facebook Security Settings -ში შესვლის შემდეგ, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ, შეძლებთ გაააქტიუროთ ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები გასაღები არა მხოლოდ facebook ანგარიშისთვის, არამედ google, dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. ფუნქციის გამოსაყენებლად არ დაგავიწყდეთ chrome-ის უახლესი ვერსიის დაყენება.

16179456_10154613701556886_7772635162244498937_o

და სანამ ხელშესახები გასაღები თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე აღმოჩნდება, მანამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ანგარიში ორნაბიჯიანი დაცვა – Login approvals.

გასაღების შეძენა შეგიძლიათ აქ.

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook