Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

“ჩატის” აპლიკაცია ფეისბუქის სამუშაო სივრცისთვის

ერთ წელზე მეტია, რაც ფეისბუქმა ორგანიზაციებისთვის კორპორაციული სამუშაო სივრცე – Workplace by Facebook ჩაუშვა. ამ დროის განმავლობაში 30 000-ზე მეტმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო პლატფორმის გამოყენება თანამშრომლებთან და დასაქმებულებთან კომუნიკაციისთვის (ცხადია, შარკებიც არ ჩამოვრჩით).

გასულ წელს პლატფორმას რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია დაემატა: Live ვიდეო ჩატი, ჯგუფის ანალიტიკა, რამდენიმე კომპანიის ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ორგანიზაციის დასაქმებულებს შეუძლიათ ერთ სივრცეში ისაუბრონ და განიხილონ სამსახურის საკითხები. ჯგუფი შესაძლოა, იყოს დახურული ან საიდუმლო.

თუმცა, მესიჯები მაინც რჩება ყველაზე სასარგებლო ფუნქციად ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ამიტომ “ვორქფლეისი” ოფიციალურად უშვებს ჩატის აპლიკაციას, რომლის გადმოწერა და დაყენება შესაძლებელი იქნება როგორც მობილურებზე, ასევე დესკტოპებზე.

facebook workplace

აპლიკაციას თითქმის იგივე ფუნქციები აქვს, რაც მესენჯერს, ამიტომ განსაკუთრებული ათვისება არ სჭირდება.

Workplace by Facebook კომპანიებს ეხმარება უფრო პროდუქტიულად, ორგანიზებულად მუშაობაში და თანამშრომლების ერთმანეთთან ეფექტურად დაკავშირებაში. “ჩატის” აპლიკაციის მიზანიც ისაა, რომ პლატფორმის გამოყენება ორგანიზაციებისთვის რაც შეიძლება პრაქტიკული და მოსახერხებელი გახდეს.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook