Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ცუკერბერგი არჩევნების შესახებ

მარკ ცუკერბერგი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამართლიანი არჩევნების დაცვაზე საუბრობს:

“დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით სამართლიანი არჩევნების დასაცავად – გავაუქმეთ რუსული  სააგენტოს, the Internet Research Agency (IRA) მიერ მართული 270-ზე მეტი გვერდი და პირადი ანგარიში. ეს სააგენტო უკვე ბევრჯერ ეცადა არჩევნებზე გავლენის მოხდენას და ადამიანებით მანიპულირებას შტატებში, ევროპაში თუ რუსეთში. ამიტომ, ჩვენ აღარ გვსურს მისი ნახვა ფეისბუქზე.

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა შემდეგი მოვლენები:

2016-ს მერე, რაც აღმოვაჩინეთ რომ IRA ფლობს ასობით ყალბ ანგარიშს, რომელთა საშუალებითაც შეაქვს განხეთქილება და ზემოქმედებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დავიწყეთ გამოძიება და ანგარიშების გათიშვა. პარალელურად, გავაუმჯობესეთ ყალბი ანგარიშების სისტემურად ამომცნობი არსებული ინსტრუმენტები და შევქმენით ახლები, შედეგებიც დავდეთ.

საფრანგეთში, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში, ვიპოვეთ და გავაუქმეთ 30 000 ყალბი ანგარიში.

გერმანიაში, 2017 წლის არჩევნების წინ, ვემუშავეთ ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურ  ოფისს და ვისწავლეთ მათგან, თუ რა სახის საფრთხე შეიძლება მოდიოდეს.

ალაბამას შტატის სენატის არჩევნებში, გასულ წელს, გამოვიყენეთ ახალი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ინსტრუმენტები, რომლითაც მოხდა მაკედონიაში ბაზირებული ყალბი ანგარიშების წინსწრებით იდენტიფიკაცია და გათიშვა.

საგრძნობლად გავზარდეთ უსაფრთხოების ხარჯები. ახლა უკვე 15 000 თანამშრომელი გვყავს, რომლებიც კონტენტს ამოწმებს, მათი რიცხვი წელს 20 000-ს მიაღწევს.

დღეის ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია ყალბი ანგარიშების კომპლექსური ქსელი, რომელსაც  IRA საკუთარი, რუსი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ მათი გავნებელყოფა იქნება. ჩვენ პატივს ვცემთ ხალხს და მთავრობებს და არ დავუშვებთ რომ მოხდეს ადამიანებზე მანიპულირება. თუ ორგანიზაცია გაყალბებას მიმართავს, ჩვენ მას ყველა გვერდს ვუუქმებთ, მიუხედავად იმისა არის თუ არა ყველა მათგანი ყალბი. ის გვერდები და ანგარიშები, რაც დღეს გაუქმდა  IRA-ს მიერ კონტროლდებოდა, სწორედ ეს გახდა მათი დეაქტივაციის მიზეზი.

ეს კონკრეტული გვერდები და ანგარიშები გამოიყენებოდა რუსეთში მაცხოვრებელ და რუსეთის მეზობელი ქვეყნების (უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) რუსულენოვან მოსახლეობაზე ზემოქმედებისთვის. ზოგი მათგანი რუსულ საინფორმაციო საგენტოებსაც ეკუთვნის, რომლებსაც ასევე  IRA აკონტროლებს. დაახლოებით, მილიონი გამომწერი ყავდა ერთ-ერთ გვერდს, ნახევარი მილიონი კი ინსტაგრამის ანგარიშებს. რამდენიმე კვირაში ჩვენ წარმოგიდგენთ ინსტრუმენტს, სადაც შეძლებთ გადაამოწმოთ, ხართ თუ არა IRA-ს რომელიმე რესურსის გამომწერი.

უსაფრთხოების პრობლემის სრულად გადაჭრა აშეუძლებელია,  IRA -ს მსგავსი ორგანიზაციები დაოსტატებული არიან მანიპულაციაში და სწრაფად ვითარდებიან, მაგრამ ჩვენც ვაუმჯობესებთ ტექნიკას რომ დავასწროთ მათ – განსაკუთრებით, როცა საქმე  არჩევნების სამართლიანობას ეხება.”

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook