Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

ხმის მიცემის ფუნქცია ინსტაგრამის ამბებში

გახსენით ინსტაგრამის ამბები, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო, სტიკერების მენიუში აირჩიეთ Poll-ი და დასვით შეკითხვა.

ხმის მიცემის ახალი ფუნქცია “სთორის” მოყვარულებმა უკვე აიტაცეს.

Instagram Poll2

თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი კაბა ჩაიცვათ წვეულებაზე, წითელი თუ შავი, ან უბრალოდ “ფოლოუერებისთვის” თავის შეხსენება გინდათ, იკითხეთ და დაელოდეთ მეგობრების კომპეტენტურ პასუხებს.

აქვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენი არჩეული პასუხი “სთორის” ავტორისთვის გამოჩნდება, ასე რომ, ასჯერ გაზომეთ და ისე “დააკლიკეთ” ^_^

ახალი ფუნქცია ბიზნესებსაც გამოადგებათ ჩართულობის გასაზრდელად:

  • რომელი კრუასანი გიყვართ ყველაზე მეტად: ვანილის თუ შოკოლადის?
  • სად იმოგზაურებდით: ბერლინში თუ პარიზში?
  • სად გავხსნათ ახალი ფილიალი: ჭავჭავაძეზე თუ თავისუფლებაზე?

    და ა.შ.

როგორც ჩანს, ინსტაგრამის ამბების “აღზევება” ჯერ არ დასრულებულა. ყველაფერი წინ გვაქვს  ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook