Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

2 მილიონი “ედვერთაიზერი” ინსტაგრამზე

ინსტაგრამის ბიზნეს საზოგადოება 2 მილიონ “ედვერთაიზერს” ითვლის ^_^ 

2 მილიონი

(ვისთვის კარგი ამბავი, ვისთვის “დამპალი კაპიტალისტური” კონკურენცია)

ინფორმაციას კომპანია აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ ინსტაგრამსა და მისი “კონტენტის” აღმოჩენას, განსაკუთრებით კი ვიდეოები აინტერესებთ.

მოგეხსენებათ, რომ მომავალი ვიდეოებისაა და რაღა მომავალი, თავისუფლად შეიძლება აწმყოზეც იგივე ითქვას. ბიზნესებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა, საინტერესო და კრეატიული გზებით მისწვდნენ მომხმარებლებს, შეუქმნან განსაკუთრებული გამოცდილება და თავი დაამახსოვრონ: დაწყებული ინსტაგრამის “ამბებით”, დამთავრებული “ლაივ” ვიდეოებით.

მართალია, “ედვერთაიზერების” მატებასთან ერთად, კონკურენციაც მძაფრდება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესები მომხმარებლებს არა მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებს, არამედ უფრო ღირებულ “კონტენტსაც” შესთავაზებენ.

ინსტაგრამი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი, ტრენდული პლატფორმაა, რომელსაც მობილურზე მორგებული ვიდეოები ელვის სისწრაფით იპყრობს. ამ სივრცეში ყოველდღიურად წარმოებული ვიდეოების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება გასული წლის მონაცემებს.

ასე რომ, ბიზნესებისთვის ყურადსაღები ამბავია ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook