fbq('track', 'ViewContent');
სახელმძღვანელო

6 რჩევა დამწყებ ადმინებს

რჩევა #1 ჩართეთ შეტყობინებები მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გექნებათ ინფორმაცია თუ რა  უპასუხოთ, ტყუილად მომხმარებლებში მოლოდინის გაჩენა არ ღირს.

რჩევა #2 დაფიქრდით, დაახლოებით რამდენ შეტყობინებას ელით და შესაბამისად  დაგეგმეთ დრო და რესურსი. მაგალითად, თუ აპირებთ “მოგვწერეთ პირადში” call to action რეკლამის გაშვებას, გაითვალისწინეთ რომ უამრავი შეტყობინება შემოვა და შეიძლება თავბედი იწყევლოთ ამის გამო. ზოგიერთი ბიზნესისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ პასუხი, მაგალითად – სამედიცინო, სადაზღვევო ან იურიდიულ სფეროში.

რჩევა #3იუთითეთ პასუხის დრო, რათა შექმნათ სწორი მოლოდინები. იმის და მიხედვით, რამდენად სწაფად უპასუხებთ, შეგიძლიათ დააყენოთ “რამდენიმე წუთში”, “ერთი საათის განმავლობაში”, “რამდენიმე საათში” ან “დღის განმავლობაში”. თუ მესიჯების 90%-ს მაინც 15 წუთიან შუალედში პასუხობთ, თქვენ “Very responsive to messages” ტიტული გენიჭებათ, რაც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებლებზე. მათ უკვე წინასწარ იციან, რომ სწრაფი პასუხი გარანტირებულია, ამიტომ სხვა კომპანიას დასახმარებლად აღარ მიმართავენ.

რჩევა #4 გამოიყენეთ ავტომატური პასუხები მომხმარებლებთან მისასალმებლად, ან შეატყობინეთ რომ გასული ხართ და ვერ გასცემთ პასუხს. პირველ შემთხვევაში იძენთ კეთილგანწყობას, მეორეში კი დროიულად აფრთხილებთ და არ უქმნით უსაფუძვლო მოლოდინის განცდას.

რჩევა #5 წინასწარ ჩანიშნული პასუხები მხოლოდ ხშირად დასმული კითხვების შემთხვაში გამოიყენეთ. წინასწარი პასუხების სიკეთე და დროის ეკონომია ეჭვს არ ბადებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ ზუსტად ეხმაურება კითხვის შინაარს. განსხვავებული და ერთეულოვანი კითხვების შემთხვევაში, სჯობს პერსონალურად გასცეთ პასუხები.

რჩევა #6 სენსიტიურ კითხვებს კომენტარებში უპასუხეთ პირადი შეტყობინებების საშუალებით. ამგვარად, საჯარო სივრციდან სენსიტიური ან სულაც აგრესიული მომხმარებელი გადაგყავთ პრივატულ გარემოში, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით გასცეთ პასუხი ყველა კითხვაზე.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მეტი გიფი ხალხს!

სოციალური მედიის ხალხისთვის დღეს დიდი დღეა. სტატუსებში და კომენტარებში GIF-ების ატვირთვა გახდა შესაძლებელი, ბმულის დადება კი არა, ატვირთვა!!!

Facebook