Fb სიახლეები

აუდიტორიის შენებას რა უნდა, რა უნდა!

ფბ გვერდის მენეჯერებისთვის დიდი გამოწვევაა აუდიტორიის შეკვრა და მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ადამიანებთან ვაშენებთ, მომავალში ითარგმნება, როგორც ბრენდის მიმართ დამოკიდებულება და საბოლოოდ ეს ყველაფერი გაყიდვებზე აისახება.

ფეისბუქი ყოველდღიურად ცდილობს, რომ მეტად გასაგები გახადოს ჩვენი ბიზნეს აქტივობა ამ პლატფორმაზე, რათა ყოველ ინვესტირებულ თეთრზე მივიღოთ მოგება. დღეიდან, რეკლამის განმთავსებლებისთვის, უკვე შესაძლებელია, ვებგვერდის გარეშე, ფეისბუქის გვერდზე ჩართული აუდიტორიის რემარკეტინგი. ეს, ერთი მხრივ, აძლიერებს ლოიალური მომხმარებლების ბირთვს და მეორე მხრივ, კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსი, შექმნან დამატებითი ვებგვერდი და იქ დაიჭირონ აუდიტორია, მარტივად შეეძლებათ, თუნდაც მცირე ზომის აუდიტორიასთან ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაცია.

აქვე უნდა ვახსენოთ ის ფუნქციონალიც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაემატა ფეისბუქს, ეს არის მაღაზიის პლატფორმა პირდაპირ ფეისბუქზე, სადაც, მცირე ბიზნესებს შეუძლიათ, მათი პროდუქცია ფეისბუქიდან გაუსვლელად გაყიდონ.

Screen Shot 2016-11-11 at 12.44.14 Screen Shot 2016-11-11 at 12.44.28

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

ამბები ინსტაგრამზე

ინსტაგრამის ახალი ფუნქცია - ამბები.

Facebook