მოსაზრება, ნიმუშები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Community Help – დახმარების ვირტუალური ხელი

Facebook დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ეს, რა თქმა უნდა, აისახება პირადი მონაცემების დაცვაზე, პაროლის ორსაფეხურიან სისტემაზე და ა.შ. მაგრამ facebook-სთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მისი მომხმარებლები დაცულად გრძნობდნენ თავს სხვადასხვა სტიქიური უბედურების დროსაც. Safety Check სწორედ ის ფუნქციაა, რომლითაც მინიმალური დროში შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს fb მეგობრებს, რომ კარგად და ჯანმრთელად გრძნობთ თავს. მომხმარებლის გარკვეული ნაწილი ამ წამოწყებასაც უარყოფითი კომენტარებით შეხვდა და წუწუნებდა notification-ების დიდ რაოდენობაზე, როცა მათი fb მეგობრები არამიზნობრივად იყენებდნენ Safety Check-ს სტიქიიდან ასობით კილომეტრით შორს ყოფნის დროსაც კი. მაგრამ, როცა საქმე სიცოცხლეს ეხება, მგონია, რომ უმნიშვნელო ხდება სკეპტიკოსების გამოხმაურებები.

wersm-facebook-includes-community-help-feature-in-safety-check-657x360

facebook მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობ Safety Check-ს კიდევ ერთი ხელსაწყო ემატება – Community Help. იმისთვის, რომ სტიქიებისა და კრიზისის პირობებში დაზარალებულ ადამიანებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებთან, მომხმარებელს შეეძლება დაეხმაროს მათ. თუ დაზარალებული პირი სტიქიის ზონაში იმყოფება და Community Help-ის ღილაკს გამოიყენებს, დახმარების ვირტუალური ხელი ნამდვილ მშველელად შეიძლება იქცეს. იმისათვის, რომ ორმა მხარემ მარტივად იპოვოს ერთმანეთი,  პოსტების ნახვა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით(ლოკაცია, საჭიროებები…).

source

Facebook თანამშრომლობს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებთან და მკვლევრებთან, რომ კიდევ უფრო დახვეწოს ახალი ხელსაწყო და რეალური და დროული დახმარება აღმოუჩინოს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ის. საცდელი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში.

FBCommunityHelp-1024x747

იმედია, რომ ხელსაწყო დეველოპერების იმედებს გაამართლებს და სულ მალე facebook-ის ყველა მომხმარებელს შეეძლება, ითხოვოს/გასცეს დახმარება სხვადასხვა კრიზისული სიტუაციისა თუ სტიქიის დროს.

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook