სიახლეები

emoji – ვირტუალური კომუნიკაცია

ემოციის გამომხატველი სმაილები 1982 წლიდან არსებობს, მაგრამ კომუნიკაციაში მისი აქტიური გამოყენება ბოლო წლებია დაიწყო, კერძოდ, მას შემდეგ, რაც  ემოჯი შეიქმნა.  სიტყვა “ემოჯი” იაპონურად, სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „პიქტოგრამას“. 2011 წლის შემდეგ, ემოჯი iphone5-ის კლავიატურაზე გამოჩნდა, მას შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა მისი გამოყენება.
დღესდღეობით, 6მილიარდი ემოჯი იგზავნება დღეში. Swift media-ს კვლევას თუ დავუჯერებთ, ამერიკელების 74% ყოველდღიურად იყენებს სტიკერებს, ემოციებსა და ემოჯებს ონლაინკომუნიკაციისას. ამავე კვლევის მიხედვით, ერთი ადამიანი, საშუალოდ 96 ემოჯის ან სტიკერს იყენებს ყოველდღიურად.

ტვიტერს თუ დავაკვირდებით, ძირითადად ემოჯებს იყენებენ სერიალებისა და გადაცემების მიხედვით. როდესაც ფანები განიხილავენ რას უყურებენ, ძირითადად იყენებენ გაცინებული სახის ემოჯის. ზოგადად, ტვიტერზე ემოჯების გამოყენების სტატიტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

tv-emoji

1950 წელს, ფსიქოლოგმა albert mehrabian-მა, განსაზღვრა, რომ კომუნიკაციის მხოლოდ 7% არის ვერბალური (რასაც ვამბობთ), 38% ვოკალური (როგორ ვამბობთ), ხოლო, 55% არავერბალური (რასაც ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით როდესაც რაღაცას გამოვხატავთ).   როდესაც ვირტუალურად ვეურთიერთებით ერთმანეთს, ჩვენი სათქმელის უმეტესი ნაწილი, შეიძლება არასწორად იქნეს აღქმული, სწორედ ამ პრობლემას აგვარებს ემოჯი, რომელიც კარგად აფიქსირებს სათქმელის ემოციას.
მეტიც, ზოგ შემთხვევაში ემოჯი სრულად ითავსებს ტექსტის ფუნქციას. თუ წინა წლებს შევადარებთ დღევანდელ ჩათებს, სხვაობა დაახლოებით ასე გამოიყურება:

pablo-8-800x800

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ 2015 წელს, ოქსფორდის ენციკლოპედიამ, წლის სიტყვად აირჩია გაცინებული ემოჯი.
საკმაოდ ხშირად გამოიყენება ემოჯი ინსტაგრამზეც, არა მხოლოდ კომენტარებსა და პოსტებში, არამედ ბიოგრაფიებსა და “call-to-action”-ებშიც. აგრეთვე, ინსტაგრამმა აჩვენა, რომ ინტერნეტ სლენგების გაქრობა, პირდაპირ იწვევს ემოჯის გამოყენების გაზრდას.

instagram-emoji-800x580

თუ კვლევებს და სტატისტიკებს დავუჯერებთ, მყიდველებთან და გამომწერებთან ემოციურ ურთიერთობას, კარგი შედეგი მოაქვს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მის მიმართ სიმპათიების გაჩენაში. ეცადეთ, ხშირად გამოიყენოთ ემოჯი თქვენს მეგობრებთან, მომხმარებელთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

Live video ინსტაგრამზე

იყავით უფრო ჩართულები

Facebook