Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს იმართება.  ღონისძიება წელს 1 მაისს დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დამსწრე საზოგადოებასა და მაყურებლებს მთელი მსოფლიოდან მოსალოდნელი სიახლეები და ახალი პროდუქტები გააცნო.

მაშ ასე, რა გავიგეთ კონფერენციის პირველი დღიდან:

1.მარკი კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა – მართალია, მძიმე წელი ჰქონდა, თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ სენატორებთან დამღლელი შეხვედრების შემდეგ ძალები და მოტავაცია მსოფლიოს შესაცვლელად გაიორმაგა. ^_^

2.გაცნობის სერვისი ფეისბუქზე – პლატფორმას არც მეტი, არც ნაკლები, გაცნობის სერვისი ემატება. აქამდე ამ ფუნქციას, ძირითადად, თინდერი ირგებდა. მარკმა გადაწყვიტა ამ ფლანგსაც შეუტიოს, თუმცა, ჩაანაცვლებს თუ არა თინდერს, ჯერ საკითხავია.  მარტივად რომ ვთქვათ, მარტოხელა ხართ, ახალი მეგობარი გჭირდებათ, სულიერი მოძმე თუ ცხოვრების სიყვარული, ფეისბუქზე შექმნით გაცნობის პროფილს, რომელიც თქვენს ორიგინალ პროფილთან დაკავშირებული იქნება, თუმცა, მაინც ცალკე სივრცეში მოხვდებით. ალგორითმი კი დაიწყებს თქვენთვის ისეთი ადამიანების მოძიებას, რომლებთანაც გაკავშირებთ საერთო მეგობრები, ინტერესები, ჯგუფები და ა.შ.

dating service

3. AR-ის ეფექტები მესენჯერში – Augmented reality ანუ გაფართოებული რეალობა მესენჯერშიც ეცდება თავის დამკვიდრებას. ბრენდები შეძლებენ AR-ის ბოტებში ინტეგრაციას. მაგალითად, Sephora-ს ბოტი დაგეხმარებათ, ვირტუალურად მოირგოთ მაკიაჟი და შემდეგ მიიღოთ ყიდვის გადაწყვეტილება. ამ ფუნქციას რამდენიმე მსოფლიო ბრენდი უკვე ფლობს, თუმცა, კომპანია სამომავლოდ მის მასშტაბურად ჩაშვებას აპირებს.

4. ვიდეო ჩატი ინსტაგრამში – თუ მესენჯერს, ფეისბუქს და სხვა აპლიკაციებს დიდად არ წყალობთ და  ძირითადად, ინსტაგრამს ეტანებით, ამ პლატფორმაში ყოფნა თქვენთვის უფრო სასარგებლო რომ გახდეს, კომპანიამ ვიდეო ჩატი დაამატა.

მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ, სხვა აპლიკაციებიდან პირდაპირ გადმოაზიარონ კონტენტი ინსტაგრამის ამბებში. განახლდება explore თაბიც.

Maker:0x4c,Date:2017-9-5,Ver:4,Lens:Kan03,Act:Lar01,E-Y

5.ჯგუფური ზარი WhatsApp-ში – ცუკერბერგმა არც WhatsApp-ი დაივიწყა. აპლიკაცია ჯგუფური ვიდეო ზარის განხორციელების ფუნქციას დაამატებს და სტიკერების თავის ვერსიასაც წარადგენს.

6. პირადი მონაცემების დაცვა – სენატორებთან არცთუ ისე სასიამოვნო შეხვედრების შემდეგ ცუკერბერგი ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ისე არ დატოვებდა. ^_^ კომპანია აპირებს, მომხმარებლებს პირადი მონაცემების უკეთ კონტროლისა და დაცვის საშუალება მისცეს. Clear history – ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც პლატფორმას დაემატება. ე.ი. შეძლებთ ფეისბუქზე თქვენი დათვალიერების ისტორია წაშალოთ: რა შეამოწმეთ, რომელ ვებგვერდებზე ან აპლიკაციებში გადახვედით, ანუ გაასუფთავოთ ის, რაც ფეისბუქმა თქვენ შესახებ “ისწავლა”.

ისტორიის წაშლის შემდეგ პლატფორმას ცოტა დრო დასჭირდება იმისთვის, რომ თავიდან აღმოაჩინოს თქვენი პრეფერენსები და სიახლეები ისევ პერსონალიზებული გახადოს.

7. Oculus Go იაფად – ვირტუალური რეალობის მოწყობილობა Oculus Go მხოლოდ 199 & ეღირება, ასე რომ, მოყვარულები შეგიძლიათ, შეესიოთ ^_^

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

Nametags – ინსტაგრამის ახალი ფუნქცია

ინსტაგრამი აპირებს, ჩაუშვას "ნეიმთეგები", რაც, დაახლოებით, მესენჯერის QR კოდების მსგავსია

Facebook