Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

facebook-ის აპლიკაცია 360° ამბებისთვის

მას შემდეგ, რაც facebook-ზე 360° – ით გახდა სურათებისა თუ ფოტოების ნახვა შესაძლებელი, მომხმარებელმა მალევე მოიწონა სიახლე. 25 მლნ ფოტო, 1 მლნ-ზე მეტი ვიდეო – ეს მონაცემებიც facebook 360°-ს უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო და მნიშვნელოვანი სიახლე Live 360 იყო, რომელიც პირველად მარსის უდაბნოს კვლევით სადგურზე გამოსცადეს.

phone1

ახლა კი Facebook დამატებით აპლიკაციას გვთავაზობს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 360° ფორმატის კონტენტისთვის შეიქმნა. აპლიკაცია მორგებული იქნება Samsung Gear VR-ზე.

wersm-facebook-introduces-app-view-360-content-gear-vr-657x360

Facebook 360° აპლიკაციით შეგეძლებათ როგორც მეგობრების გაზიარებული ამბების, ასევე, სხვადასხვა გვერდის, კომპანიისა თუ ბრენდის კონტენტის ნახვა. მგონი, რომ facebook 360°-ის როლის ზრდა სოციალურ ქსელში არ უნდა გამორჩეთ მარკეტერებს და მათი რეკლამა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპს უნდა შეუსაბამონ.

Facebook 360° აპლიკაციას, რა თქმა უნდა, წვდომა ექნება ისეთ ღილაკებზე, როგორიცაა მოწონება, გაზიარება ან სულაც – შენახვა, რომ მოგვიანებით მიუბრუნდეთ მას.

Oculus -ის აპლიკაცია, Samsung Gear VR და სოციალური ქსელის 360°-იანი კონტენტიც თქვენს ხელთაა.

ასე რომ, გადმოეცით ამბები 360°-ით.

გაიგეთ მეტი Oculus-ის შესახებ აქ.

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook