სიახლეები

Facebook და Instagram Ads

wersm-instagram-ads-new-action-button

Instagram-ზე რეკლამის გაშვების შესაძლებლობა კომპანებს გასული წლის შემოდგომაზე მიეცათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პლატფორმაც ისეთი ტიპის შესაძლებლობებს სთავაზობდა მომხმარებელს, როგორც facebook, ბევრი ბიზნეს-კომპანია ეცადა დაეტესტა თუ როგორ იმუშავებდა რეკლამა Instagram-ზე.

იმ კამპანიების გაშვების პარალელურად, რომლებიც ორიენტირებულია საიტის კლიკებზე, მობილურ აპებზე, შესაძლებელია კამპანიის გაშვება, რომელიც ვებგვერდზე კონვერტაციაზე იქნება მომართული. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მომხმარებელს ხელს შეუწყობთ შეასრულოს გარკვეული ქმედებები თქვენს საიტზე, როგორიცაა მაგ. შეძენა, გადმოწერა და ა.შ. იმისათვის, რომ კლიენტისთვის უფრო მარტივი იყოს გარკვეული ქმედებების შესრულება საიტზე, Instagram რეკლამას აქვს დამატებითი (Call to action) ღილაკი Shop now, Book Now, Learn More, Download, Watch Now, Contact Us და ა.შ. (სამწუხაროდ ღილაკები არ არის ქართულად ნათარგმნი)

IMG_20160315_115443

Facebook და Instagram არის ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმები მსოფლიოში. 5-დან 1 წუთი მობილურ ტელეფონზე იხარჯება სწორედ ამ ორ აპზე. შესაბამისად, Instagram-სა და Facebook-ზე რეკლამების გაშვების პარალელურად, ცხადი გახდა, რომ ამ ორი უდიდესი პლატფორმის რეკლამისთვის ერთდროულად გამოყენება უფრო მომგებიანი იქნებოდა  ბიზნესისთვის, ვიდრე ცალკე რომელიმე მათგანზე მუშაობა. ძალიან მარტივად  გახდა შესაძლებელი ინსტაგრამის რეკლამების გაშვება Facebook-ზე Ads Manager-დან და Power Editor-დან .

Facebook და Instagram რეკლამების გაერთიანებამ მოგვცა შესაძლებლობა ვებსაიტზე გაზრდილიყო კლიკების და ვიდეოების ნახვის რაოდენობა. ერთობლივი რეკლამა გაცილებით უკეთ მუშაობდა, ვიდრე რომელიმე პლატფორმის რეკლამა ცალკე.

სხვადასხვა მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციების წარმოამდგენლები, როგორებიცაა, მაგ. MVMT Watches, Kanui, UGO Mobile Solutions LP დადებით შეფასებას უკეთებენ რეკლამის გაკეთების ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნავენ, რომ რეკლამის შედეგები გაცილებით უკეთესია, ვიდრე აქამდე.

12809178_1684802505133632_144710690_n

Facebook-სა და Instagram-ზე შესაძლებელია, როგორც ერთი და იგივე ვიზუალური კონტენტის გამოყენება, ასევე ორივე პლატფორმისთვის უნიკალური ფოტოებისა და ვიდეოების დადება. როდესაც მზად იქნებით Facebook რეკლამასთან ერთად გამოიყენოთ Instagram რეკლამაც, ეს შესაძლებელია არსებული რეკლამის რედაქტირებით ან ახალი კამპანიის შექმნით ორივე პლატფორმისთვის.

ქართულ ბაზარზე სულ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია, რომლებმაც გამოიყენეს და იყენებენ Instagam რეკლამას, ესენია: swoop,  ელიტ ელექტრონიქსი, Zoomer, ავეჯის სახელოსნო, ევექსი, კოფისტა, ფარმადეპო, Bank of Georgia, SOLO, East Point.

პარალელური კამპანიის დაგეგმვისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ინსტაგრამის მომხმარებელი ვიზუალური კონტენტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თუკი თქვენი კონტენტი არ შეესაბამება მათ გემოვნებას, მაშინ კონვერტაციის შანსი ძალიან მცირდება და ზოგადი დამოკიდებულება ხდება ნეგატიური ბრენდის მიმართ.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

ფეისბუქის “Profile Expression Kit”

გასული წლის სექტემბერში უკვე შესაძლებელი გახდა პროფილის ვიდეოს დაყენება, რამაც საშუალება მისცა ადამიანებს უკეთ გამოეხატათ საკუთარი თავი და გაეცოცხლებინათ პროფილები. ამ ეტაპზე ვიდეოების მიმართულება უფრო საინტერესო გახდება Facebook Profile Expression Kit-ს დახმარებით.

Facebook