Fb სიახლეები

Facebook-ს ახალი შესაძლებლობები უსინათლოებისათვის

Facebook-Automatic-Alt-Text

Facebook 0.05%-ით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რომ უსინათლოებს დაეხმაროს ნიუს ფიდში გამოჩენილი ფოტოების “დანახვაში.”

Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ში 2 მილიარდზე მეტი ფოტო ზიარდება ყოველდღიურად, მაგრამ არსებობს 39 მილიონზე მეტი უსინათლო და 246 მილიონი ადამიანი, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემები. იმისთვის, რომ დახმარებოდა უსინათლოებს ფოტოების აღქმაში, Facebook-მა გაუშვა ფუნქცია Automatic Alternative Text.

ფოტოს აღწერა გენერირდება ავტომატურ Alt Text-ად ობიექტის ტექნოლოგიურად ამოცნობის დახმარებით. iOS-ზე Facebook-ის მომხმარებლებს, რომლებსაც ნიუს ფიდში უჩნდებათ ფოტო, მოისმენენ ფოტოს აღწერას. ეკრანის მკითხველი არის პროგრამული აპლიკაცია, რომლის დახმარებით უსინათლოს ესმის ეკრანზე გამოჩენილი ტექსტი ხმის სინთეზატორის მეშვეობით.

Alt Text-ის გამოჩენამდე უსინათლოებს მხოლოდ იმ ადამიანის სახელის გაგონება შეეძლოთ ვინც გამოაქვეყნა ფოტო თავის ვოლზე, ამ ახალი ფუნქციის დამხარებით კი, Facebook შეძლებს უფრო მრავალფეროვანი აღწერა შესთავაზოს ადამიანს.

ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი გახდა Facebook-ს მიერ ობიექტის ამოცნობის პროგრამის საფუძველზე, რომელიც მილიარდობით პარამეტრის მქონე ნეირონულ ქსელზეა დაფუძნებული .

BBC წერს, რომ Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია ამოიცნოს 80-მდე ობიექტი და ქმედება. Alt Text-ი იცნობს მანქანებს, ნავებს, თვითმფრინავებს, ველოსიპედებს, ავტობუსებს, მთებს, ხეებს, თოვლს, ცას, ოკეანეს, საჭმელს, ყავას, ღიმილს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ა.შ.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

ფეისბუქის “Profile Expression Kit”

გასული წლის სექტემბერში უკვე შესაძლებელი გახდა პროფილის ვიდეოს დაყენება, რამაც საშუალება მისცა ადამიანებს უკეთ გამოეხატათ საკუთარი თავი და გაეცოცხლებინათ პროფილები. ამ ეტაპზე ვიდეოების მიმართულება უფრო საინტერესო გახდება Facebook Profile Expression Kit-ს დახმარებით.

Facebook