მოსაზრება

8 რამ რასაც ფეისბუქის On This Day გვახსენებს

  1. dzaan mikvarxaar <3 <# <3

ვერავინ ვხსნით, რატომ ვწერდით სტატუსებს დაახლოებით ასეთს: “@ta lachashvili, აუ, ძაან გამიხარდააა”. მერე ამ სტატუსის ქვეშ მარტო შენი და შენი საუკეთესო მეგობრის კომენტარებია, ყველა ასეთი ტიპის “აუ, ხოოოო”, “აუ, ძაან კაიაა”, “გამგები გაიგეებს” და რაც მთავარია, ყველა ლათინური შრიფტით. 🙁 თან ვერაფრით ვერ იხსენებ, რა თემაზე იყო სტატუსი და ასე რამ აღგაფრთოვანათ თავის დროზე.

pv37mYR

2. პოსტები, რომლებსაც ეგრევე ვშლით

ერთხელ მაინც ყველას გვაქვს გაზიარებული ალა პუგაჩოვას “მილიონ ალეხ როზ” ან “ქუჩის ბიჭების” ნებისმიერი. თან კომენტარებში საუკეთესო მეგობრებთან ერთად ვწერთ ტექსტებს და ახალ-ახალ სიმღერებს ვამატებთ ასევე რუსული ან ნაკლებად საამაყო ქართული ესტრადიდან.

pv37mYR

3. დარდს გამხელა სჭირდება

ერთხელ მაინც გვაქვს დაწერილი სტატუსი: “ძაან გაბრაზებული ვარ!!!!!!!!!!!” ან “ისე ვარ, არავინ მომწეროს!!!!!”. რა თქმა უნდა, კომენტარებში მაინც გვწერენ, რა გვჭირს, განსაკუთრებით ის ხალხი აქტიურობს, საერთოდ რა შუაშია რომ ვერ იგებ. ასევე რა თქმა უნდა, არც ერთს არ პასუხობ ან რამე მარტივი პასუხით იგერიებ: “მერე მოგიყვები, რომ გნახავ :*”, “პმ მოდი” და სხვა. არადა, დაგეწერა მიზეზი, ახლა მაინც ხომ გაიგებდი, ასე რამ გაგაცოფა 🙁

pv37mYR

4. თუ არ გპასუხობ, მაინც არ გიპასუხებ

გაუგებარია, რატომ გვიწერდნენ მეგობრები wall-ზე ასეთ რამეებს: “აუ, ჩატში გწერ და მიპასუხეეეეე”, “სად ხარ, ვერსად გპოულობ” ან პირდაპირ საქმეზე გადადიოდნენ, მაგალითად ასე: “რაღაც მაგარი უნდა მოგიყვეეე”.

pv37mYR

5. სწერვების საერთაშორისო სმაილი ))

ყველანი ვიყენებდით “:)))))))))))))” ამ სმაილებს, რომელიც მერე ტრანსფორმირდა ამად: “))))))))))))))))))))))))))))))))”. “სწერვობა” თუ გვინდოდა ვიყენებდით ამას: “))”. პრინციპში, ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არ ჩაბარებულა წარსულს

pv37mYR

6. ნაფტალინი

ყოფილების კომენტარები და პოსტები ჩვენს wall-ზე, რომლებსაც განწყობის შესაბამისად ვპასუხობდით, თუ გაბრაზებულები ვიყავით მხოლოდ წინა პუნქტში აღნიშნული სმაილებით შემოვიფარგლებოდით, მაგრამ თუ არ ვიყავით გაბრაზებულები, მაშინ ნეტა გაბრაზებულები ვყოფილიყავით 🙁

pv37mYR

7. ყველას ტკივილი

ბანკეტის ფოტოები. ამაზე მე მგონი კომენტარის გაკეთება აღარაა საჭირო

pv37mYR

8. საქართველოს ისტორიასავითაა, რაც კაი გვაქვს მარტო ის რომ გვახსოვს

ათასში ერთხელ, უფრო უახლოესი წარსულიდან (1-2 წლის წინ) გვხვდება პოსტიც, რომელსაც ვაზიარებთ და რაც მთავარია ვაწერთ: “კაი მემორი კაია”, “ერთი წლის წინაც ამ აზრზე ვიყავი” და მისთ.

pv37mYR

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook