Fb სიახლეები

მესენჯერი ვებ გვერდებზე

სხვადასხვა სოციალურ ქსელს შორის, ფეისბუქი ცალსახად წამყვანი პლატფორმაა კომპანიებისთვის. მისი საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ, ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი თავის მომხმარებლებთან. ამასთანავე, ბევრმა კომპანიამ ფეისბუქს უკვე მისცა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა – გამოიყენოს ის მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოსაჩენად (კითხვებზე პასუხის გასაცემად, პრობლემების გადასაჭრელად და ა.შ.). ახლა კი, კომპანიის წარმომადგენლებს აღარ მოუწევთ თავიანთ საიტზე შემოსული ხალხის ფეისბუქის გვერდზე გაგზავნა, მათ შეუძლიათ, ესაუბრონ თავიანთ კლიენტებს პირდაპირ საიტებიდან – ფეისბუქ მესენჯერის დახმარებით. ამ ყველაფრის ძალიან მაგარი მხარე ისაა, რომ კომპანიებს უბრალოდ და მარტივად შეუძლიათ დაამატონ მესენჯერის “ყუთი” თავიანთ საიტზე და ესაუბრონ მომხმარებლებს პირდაპირ მესენჯერით. შესაბამისად, მომხმარებლებთან კომუნიკაცია მყარდება არა მას შემდეგ, რაც მათ ფეისბუქ გვერდზე გავისტუმრებთ, არამედ ადგილზევე.

გაჩნდება კითხვა, რა განსხვავებაა მესენჯერსა და ონლაინკონსულტაციებს (Online Chat) შორის, რომელიც უკვე აპრობირებული მეთოდია? პირველ რიგში, მთელი კომუნიკაცია ინახება როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც და ეს არც იმაზეა დამოკიდებული – ინფორმაციის მიმწოდებელი ხარ თუ მიმღები და არც იმაზე, კომუნიკაციის რა საშუალებაც იყენებ (მობილური, კომპიუტერი და ა.შ.). მეორე მხრივ კი, მსგავსი საშუალება პატარა ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახდენს რესურსების დაზოგვას, გაცილებით მარტივდება მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესი და რაც მთავარია, თქვენ ახდენთ მომხმარებლის იდენტიფიკაციას (ძირითად შემთხვევებში) და შესაძლებლობა გაქვთ ეს კომუნიკაცია შეინარჩუნოთ მომავალშიც.

ამ სიახლესთან ერთად, ფეისბუქი გვთავაზობს ივენთების საიტებთან ინტეგრირებასაც. ხალხს, რომელიც დაინტერესებულია ამა თუ იმ ივენთით, აღარ მოუწევს ფეისბუქზე ინფორმაციის ძებნა. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია პირდაპირ ვებსაიტებიდან.

კოდის მისაღებად გადადით ამ ბმულზე

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მესიჯები იუთუბზე

იუთუბმა ვიდეოების გაზიარების ახალ გზას მიმართა და მობილურ ...

Facebook