Fb სიახლეები, სახელმძღვანელო

მეტი გიფი ხალხს!

სოციალური მედიის ხალხისთვის დღეს დიდი დღეა. სტატუსებში და კომენტარებში GIF-ების ატვირთვა გახდა შესაძლებელი, ბმულის დადება კი არა, ატვირთვა!!! ზეიმობენ ადმინები, ზეიმობენ მარკეტერები, ზეიმობს მსოფლიო! 15123316_342663936105425_1400036602693620509_o

როგორ ვიქცევით? ელემენტარული ოპერაციაა. მარჯვენა კლავიშით ნებისმიერ GIF-ს ვუთითებთ ჩამოტვირთვას (Download) მიღებულ ფაილს კი ფოტოს მსგავსად (add photos/video) ვტვირთავთ. შეტყობინებაც მოგივათ, თქვენი ვიდეო მზადააო, შენახვითაც, ვიდეოებთან ერთად შეინახება.

გაგიჩნდათ კითხვა, რა გვიხარია? პირწიგნაკი სხვა ინტერნეტ რესურსებიდან წამოღებულ ბმულებს მაინცდამაინც არ სწყალობს. მაგალითად, ტოლი ბიუჯეტის შემთხვევაში, ფეისბუქზე ატვირთული ვიდეოს სარეკლამო შედეგები ყოველთვის გადააჭარბებს იუთუბიდან წამოღებულისას. იგივეა GIF-ებზეც, აქამდე ხომ ბმულებად ხდებოდა მათი დადება. ვინც ფეისბუქზე რეკლამებს “უყურებს” დიდი ხანია შევამჩნიეთ GIF-ების დაბალი პერფორმანსი და შეძლებისდაგვარად ვიდეოებით ვანაცვლებდით. ახლა თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჩამოტვირთული ფაილი უკვე ფეისბუქის ორგანული ნაწილი გახდება. გარდა ამისა, GIF-ები ხშირად წესიერად არ ჩანდა ყველა დივაისიდან, ან არ იხსნებოდა, ახლა ბევრად უფრო მოხერხებული და ლამაზია.

მართალია, ჯერჯერობით ატვირთვა მხოლოდ მობილურიდან შეგიძლიათ, მაგრამ მალე დესკტოპიდანაც გახდება ხელმისაწვდომი.

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

ფეისბუქი კამერის ახალ, სნეპჩეთურ ფუნქციას ტესტავს

დიახ, ეს ისევ ხდება. ფეისბუქი თავისი ძირითადი აპლიკაციის კამერაში ფოტოებზე სხვადასხვა ფილტრების და ეფექტების ფუნქციას ტესტავს. იმასაც კი ამბობენ

Facebook