Fb სიახლეები, მოსაზრება, სახელმძღვანელო, სიახლეები

Instant Articles – პატარა სტატიები დიდ ამბებზე

ინფორმაციის მუდმივ განახლებად პირობებში, სოციალური ქსელის მომხმარებელი ცდილობს, რომ არ ჩამორჩეს მის გარშემო მომხდარ ამბებს. ზოგ ადგილას, სადაც ინტერნეტის სიხშირე დაბალია ან, სულაც, მობილური ინტერნეტით ვსარგებლობთ – გვინდა, რომ სხვა საიტის ჩატვირთვის გარეშე გავიგოთ, რას მოგვითხრობს ესა თუ ის მედია სააგენტო. თუ ამბავი საინტერესოდ მოგვეჩვენა, facebook ხელსაწყოების გამოყენებით შეგვიძლია შევინახოთ სტატია და შემდეგ გადავხედოთ მას. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ვიზუალური კონტენტი უმეტეს წილს იკავებს, ტექსტი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

source-2

2016 წლის მაისში facebook მომხმარებელმა Instant სტატია გაიცნო. ამბები, რომლების ნახვაც შეგვიძლია უფრო მარტივად და მალე, ვიდრე – სტანდარტული სტატიების. თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, ასეთი სტატიებს 20%-ით მეტი დაწკაპუნება და, საშუალოდ, 30%-ით მეტად გაზიარება აქვს.

შედეგებისა და მონაცემების გააზრების შემდეგ facebook სიახლეს სთავაზობს მედია საშუალებებს. ერთ პოსტში რამდენიმე სტატიის გაერთიანება – Instatnt article-ის შეთავაზებაა. მას შემდეგ, რაც ყდის ფოტოს შეურჩევთ თქვენს სტატიებს და დააჭერთ ჯადოსნურ ღილაკზე Publish, მომხმარებელი შეძლებს ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს თქვენი რამდენიმე ამბავი. ფუნქცია ჯერ საცდელ ფაზაშია და მას გამოცდიან ისეთი მედია სააგენტოები, როგორებიცაა The Washington Post, BuzzFeed, Fox News, El Pais, Hindustan Times, India Timefinery29, The Sun, USA TODAY.

Screen Shot 2017-01-25 at 02.06.47

მას შემდეგ, რაც დეველოპერები დააკვირდებიან, რამდენად ეფექტიანი იქნება სიახლე და როგორ მიიღებს მომხმარებელი ერთ პოსტში თავმოყრილ რამდენიმე Instant სტატიას, უკვე ყველა მედია საშუალებას შეეძლება ასე მიაწვდინოს ხმა მკითხველს. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ რეკლამის განთავსება Instant სტატიაზეც შეგიძლიათ, ასე რომ სიახლე ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ რეკლამამ არ გადაფაროს თავად სტატია, facebook-ის თვითრეგულირებული წესებით, რეკლამის განთავსება ყოველი 250 სიტყვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს Instant სტატიები, მაგრამ ცხადია, რომ სტატისტიკურ მონაცემებში ბევრად მეტი წაკითხული სტატია აღინიშნება და ისეთი პირი უჩანს, რომ Instant ამბები სოციალური ქსელის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

Web

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook