Fb სიახლეები, სიახლეები

Instant Articles ყველასთვის ღიაა!

IMG_20160413_140919

შეგიმჩნევიათ რომ ზოგიერთი სტატია ძალიან სწრაფად იხსნება? ეს Instant Article-ს, ანუ, “მყისიერი სტატიების” ინსტრუმენტის დამსახურებაა, რაზეც ვწერდით კიდევაც წინა ბლოგპოსტში. გუშინ, სან-ფრანცისკოში, ფეისბუქის ყოველწლიურ კონფერენციაზე, ოფიციალურად გამოცხადდა მყისიერი სტატიების პროგრამის გახსნა ყველასთვის, გამომცემლობა იქნება ეს, თუ უბრალო ბლოგერი.

ყველას, ვინც წერს და აქვეყნებს, დაჟინებით გირჩევთ ამ ინსტრუმენტს. მისდამი ინტერესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როგორც ფეისბუქის პროდუქტ მენეჯერმა, Josh Roberts-მა განაცხადა. Instant Articles-ს წყალობით, თქვენ შეგეძლებათ, ფეისბუქზე სტატიების 10-ჯერ უფრო სწრაფად გახსნა მობილური ინტერნეტით, ფოტოების დიდი რეზოლუციით ნახვა ტელეფონის გამოძრავებით, ვიდეოს ჩაშენება, რუკაზე ობიექტის დაზუმვა, მკითხველებთან ინტერაქცია და სხვა. მოკლედ, მისწრებაა უხარისხო ინტერნეტის მქონე ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, შეგეძლებათ დაბრენდოთ და ვიზუალურად განასხვავოთ სარეკლამო და სარედაქციო მასალები.

  • გამოყენება შესაძლებელია შემდეგ პლატფორმებზე WordPress, Drupal, Atavist, Medium, Perk Distributed, RebelMouse, ShareThis, Sovrn, Steller, Tempest. სამწუხაროდ, ბლოგსპოტი ჯერ არაა ამ ჩამონათვალში. იმედია, დაემატება
  • ანალიტიკა: Adobe Analytics, Chartbeat, comScore, Nielsen, Parsely, SimpleReach

დაინტერესდით? instantarticles.fb.com ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

მეტი გიფი ხალხს!

სოციალური მედიის ხალხისთვის დღეს დიდი დღეა. სტატუსებში და კომენტარებში GIF-ების ატვირთვა გახდა შესაძლებელი, ბმულის დადება კი არა, ატვირთვა!!!

Facebook