Fb სიახლეები

უფრო ჩქარა, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად – თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ!

თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე. უკვე ჩვევად გვექცა სამყაროზე ამბების შეტყობა ინტერნეტის საშუალებით, სოციალური ქსელი კი ზოგჯერ იმაზე მეტს გვიყვება ჩვენი მეგობრებისა თუ ნაცნობების შესახებ, ვიდრე – თავად ეს ადამიანები. ამასობაში შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ 4 მილიარდამდე ადამიანს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 60%-ს შეადგენს,  არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. აქედან კი 1.6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას, სადაც ინტერნეტ კავშირგაბმულობის გამართვა სოლიდურ ფინანსურ კაპიტალსა და ბევრ დროს მოითხოვს. და სანამ ამისთვის გამოინახება ფინანსები თუ დრო? Facebook Connectivity Lab სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს ავითარებს იმისათვის, რომ ინტერნეტთან წვდომა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს შესაძლებელი. Facebook Connectivity Lab მოიცავს თვითმფრინავებს, სატელიტებს და კომუნიკაციის უკაბელო სისტემებს. და მაინც, როგორ უნდა მოაგვაროს ამ ყველაფერმა მსოფლიოში არსებული კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა?

20160413_150424

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელზეც მინდა, რომ გესაუბროთ, არის მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი სახელად Aquila.  2016 წლის ივლისში Facebook Connectivity Lab-მა დაანონსა Aquila -ს პირველი სრულმასშტაბიანი საცდელი ფრენის შესახებ. Aquila უპოლოტო თვითმფრინავია, რომელიც მზის ენერგიას მოიხმარს იმისთვის, რომ ასობით ათასი ადამიანისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადოს ყველაზე რთულად მისაღწევ, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებშიც კი. როდესაც Aquila სრულფასოვნად იმუშავებს, მას შეეძლება იფრინოს 60 მილის(≈97 კმ) დიამეტრში და ინტერნეტისთვის საჭირო ტალღები გაავრცელოს ზღვის დონიდან 60,000 ფუტის (≈18 კმ) ფარგლებში ფრენისას.  Aquila-ს მექანიზმი საკმაოდ მძლავრი და ეფექტიანია, ასე რომ, ჰაერშიგამოკიდულ თვითმფრინავს სამი თვის განმავლობაში შეეძლება Connectivity Lab-ის მიერ დაკისრებული მისიის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ Aquila-ს აქვს თვითმფრინავის იდენტური ფრთები, ის პერიმეტრზე ფრენისას მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 5,000 ვატს. შედარებისთვის, ამავე სიმძლავრით მუშაობს სამი ცალი თმის საშრობი, ანდაც მაღალხარისხიანი მიკროტალღური ღუმელი.

სანამ Aquila-ს გამოცდიდნენ, მანამდე მისი ერთი მეხუთედის მასშტაბის Aquila ახორციელებდა საცდელ ფრენებს იმისათვის, რომ მისი სარგებლიანობა, ეფექტიანობა, და ზოგადი მონაცემები კიდევ ერთხელ განესაზღვრათ მის შემქმნელებს. პირველი, საცდელი ფრენა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ Aquila დაგეგმილზე 3-ჯერ დიდხანს გაჩერდა ჰაერში (90 წუთი), ამ დროის განმავლობაში კი მისმა შემქმნელებმა შეაფასეს როგორც თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე, ეკიპაჟის ცოდნა და უნარები. დეველოპერები Aquila-ს ცდიდნენ მისი შესაძლებლობების ზღვარზე და არცაა გასაკვირი, რომ ყოველივე ამას თან ახლდა არა მხოლოდ მიღწევები, არამედ მარცხი თუ წარუმატებლობა, რამაც საბოლოოდ ახალი, ინოვაციური პროდუქტის არსებობა განსაზღრა კიდეც.

20160413_150436

Aquila-ს შემქმნელებს, რა თქმა უნდა, ახარებთ მიღწევები და განვითარება, რომელიც დღითი დღე შეიმჩნევა, მაგრამ Facebook Connectivity Lab-ის წევრები აცნობიერებენ, რომ მიზნის მისაღწევად ისევ თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. თუ დასახული ამოცანა შესრულდება – Aquila სამი თვის განმავლობაში შეძლებს უწყვეტად ფრენასა და ინტერნეტისთვის საჭირო ტალღების გავრცელებას, მაშინ მოიხსნება მსოფლიო რეკორდი, რომელიც განისაზღვრება მზის ენერგიაზე მომუშავე უპილოტო თვითმფრინავის ორკვირიანი ფრენით. ყოველივე ამას, ცხადია, სამეცნიერო სფეროსა თუ ინჟინერიის განვითარება შეუწყობს ხელს, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ Aquila-ს, არამედ სხვა მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეების განვითარებაზე.

საბოლოოდ, Facebook Connectivity Lab-ის შემქმნელები აცნობიერებენ, რომ Aquila და მისი მსგავსი თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ინტერნეტთან წვდომა ხომ უკვე სამყაროსთან კავშირს, უამრავ შესაძლებლობასა და ბევრ სიახლეს ნიშნავს.

წყარო: Facebook Newsroom

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

რა მოხდა f8-ზე? (ნაწილი 2)

როგორ ხედავენ facebook-ის დეველოპერები მომავალს და როგორ შეიძლება დავინახოთ ჩვენ ის სულ ცოტა ხანში?

Facebook