სიახლეები

Levi’s-ისა და Google-ის ჭკვიანი ქურთუკი

მომავლის სამყაროებზე იმდენი ფილმი გვაქვს ნანახი, ვეღარაფერი გაგვაოცებს. ვერც ის, რომ ეგ მომავალი თითქმის უკვე აწმყოა ^_^

Levi’s-ისა და Google-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პირველი ჭკვიანი ქურთუკი, რომელსაც ჩვენი მობილური მოწყობილობების კონტროლი შეუძლია.

smart jacket 1

ვარჯიშობთ, ველოსიპედით სეირნობთ თუ ყავას მიირთმევთ, თქვენს ციფრულ ცხოვრებას ისე გააკონტროლებთ, რეალურშიც არ დაკარგავთ დროს. Google-მა ტანსაცმლის მწარმოებლებისთვის შეიმუშავა პლატფორმა JACQUARD, რომელიც სამოსს მობილურ მოწყობილობებთან აკავშირებს.

ჭკვიანი ქურთუკი ხელის ერთი შეხებით საშუალებას გაძლევთ, უპასუხოთ ან არ უპასუხოთ შემოსულ ზარებს, ჩართოთ, გამოტოვოთ ან დააპაუზოთ მუსიკა, გამოიყენოთ აუდიო GPS ნავიგატორი, მოუსმინოთ ტექსტურ შეტყობინებებს.

JACQUARD-ის მთელი საიდუმლო მდგომარეობს მგრძნობიარე ბოჭკოებში, რომლებიც ინტეგრირებულია ტანსაცმელში და შეუძლია, ფანტასტიკა რეალობად აქციოს.

რაც მთავარია, ქურთუკი მოდური, მოსახერხებელი და თბილია. ირეცხება ჩვეულებრივ. მისი შეძენა კი უკვე შეგიძლიათ Levi’s-ის ოფიციალური ვებგვერდიდან: Levi.com

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook