Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Messages – ახალი სარეკლამო მიზანი მომხმარებელთან დიალოგში შესასვლელად

იმისათვის, რომ ბიზნესებმა თავიანთ მარკეტინგულ მიზნებს მიაღწიონ, ფეისბუქი მათ სხვადასხვა სარეკლამო “ობჯექთივს” სთავაზობს: ბრენდის ცნობადობის გაზრდას,  ვებგვერდზე კონვერტაციებისა და ტრაფიკის გაზრდას, აპების გადმოწერას, ადგილმდებარეობის მიხედვით რაც შეიძლება ბევრი ხალხის მოზიდვას ამა თუ იმ ობიექტზე და ა.შ.

Messages – ახალი სარეკლამო მიზანია (objective), რომელიც კომპანიამ 26 სექტემბერს წარუდგინა “ედვერთაიზერებს”. ძალიან მალე ყველა მასშტაბის ბიზნესს შეეძლება, გამოიყენოს ეს “ობჯექთივი” მომხმარებელთან დიალოგში შესასვლელად.

messages

მსგავსი ტიპის ხელსაწყო ფეისბუქს აქამდეც ჰქონდა: Click to Messenger ads ფუნქციას მომხმარებლები მესენჯერში, ბოტთან სასაუბროდ გადაჰყავდა. ამისთვის ირჩევდი კონვერტაციების ან ტრაფიკის “ობჯექთივს”. დანიშნულების ადგილად, ვებგვერდის ნაცვლად, უთითებდი მესენჯერს და როდესაც შენს რეკლამას ფეისბუქ “იუზერი” თითს დააჭერდა, გადადიოდა მესენჯერის აპში ბოტთან სასაუბროდ.

ტრაფიკი

როგორც კომპანიაში განმარტავენ ახალი, “მესიჯების ობჯექთივის” გამოყენება ბიზნესებს Click to Messenger რეკლამებთან ერთად, კომბინაციაში შეუძლიათ.  შედეგი იქნება უფრო ეფექტური, რადგან ფეისბუქი ისეთ ადამიანებს მისწვდება, რომლებიც დიდი ალბათობით დაინტერესებულნი არიან ბრენდთან დიალოგში შესვლით.

Messages Objective (1)

კომპანია გვამცნობს, რომ ყოველთვიურად მესენჯერში ორ მილიარდზე მეტი შეტყობინება იგზავნება მომხმარებლებსა და ბრენდებს შორის. შტატების ფეისბუქ მომხმარებლების 54.4 %-ს ბრენდთან კომუნიკაცია მესენჯერით ურჩევნია და არა ელფოსტით, ტელეფონითა თუ სხვა ონლაინ ჩატებით.

ბრენდებს “ედს მენეჯერში” ეტაპობრივად გამოუჩნდებათ ახალი “ობჯექთივი”. მომდევნო თვეებში კი გლობალურად ჩაეშვება ყველასთვის.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook