სიახლეები

“messenger lite” – წვდომა მეტ რეგიონს

წლის დასაწყისში, მესენჯერმა მიაღწია ყოველთვიურად ერთ  მილიარდ აქტიურ მომხმარებელს, თუმცა, მესენჯერი უფრო ამბიციურია და მუდმივად აგრძელებს სიახლეების ძებნას.
დღეისათვის, ფეისბუქმა დააანონსა მესენჯრის ახალი ვერსია „messenger lite”, რომელიც გაზრდის მესენჯერის მოხმარებას ძველი მოწყობილებებისა და დაბალი მიღწევადობის ქვეყნებისთვის.

messenger lite

ფეისბუქი აცხადებს,რომ „messenger lite”-ის  მეშვეობით, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ურთიერთობას, იმისდა მიუხედავად, როგორი ინტერნეტი მიეწოდებათ, ან რამხელა ტელეფონის მახსოვრობა აქვთ მათ. სწორედ იმისთვის შეიქმნა ეს სიახლე, რომ მესენჯერი გამოიყენოს ყველამ, ნებისმიერ მოწყობილობაზე. აპლიკაცია 10 მეგაბაიტზე პატარა ზომისაა და მოიცავს მესენჯერის ყველა ფუნქციას – ფოტოების, სტიკერების გაგზავნასა და მიღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქს ჰყავს ყოველთვიურად 1.71 მილიარდი მომხმარებელი, ეს მაინც, მსოფლიო მოსახლეობის 23%-ია. დარჩენილ მოსახლეობაში შედის ის ნაწილიც, ვისაც არ აქვს  ფეისბუქის გამოყენების უფლება, მაგალითად, 13 წლამდე ადამიანები, ან ჩინელები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ფეისბუქზე, მაგრამ არის ადგილები, სადაც ფეისბუქს იმიტომ ვერ იყენებენ, რომ დაბალი სიჩქარის ინტერნეტი აქვთ, სწორედ მათთვის არის “messenger lite”.

unnamed
ეს ინოვაციაც, ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ფეისბუქი ძალებს არ იშურებს აუდიენციის გასაზრდელად, ინტერნტის გავლენისა და მისი ეფექტური რეკლამების გასავრცელებლად.
ფუნქცია უკვე  გამოყენებაში ჩაეშვა კენიაში, მალაიზიაში, შრილანკაში, ვენესუელასა და ტუნისში. თუმცა, ნელ-ნელა ხელმისაწვდომი გახდება სხვა რეგიონებისთვისაც.

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

Live video ინსტაგრამზე

იყავით უფრო ჩართულები

Facebook