Fb სიახლეები, სახელმძღვანელო, სიახლეები

Messenger Platform 2.1 – ახალი შესაძლებლობები

ფეისბუქი მესენჯერისთვის თავს არ ზოგავს და ინვესტიციებსაც უხვად დებს. 27 ივლისს კომპანიამ მესენჯერის განახლებული ვარიანტის, Messenger Platform 2.1-ის ჩაშვების შესახებ გააკეთა განცხადება. ამ პლატფორმის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებს საშუალებას მისცემს, მრავალფეროვანი გზებით დაუკავშირდნენ მომხმარებლებს და მათი სასაუბრო გამოცდილებაც გაამდიდრონ.

Platform 2.1 დეველოპერებს სთავაზობს:

  1. NLP-ის ჩაშენებას ავტომატიზებული საუბრების გასაძლიერებლად – მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ ტექსტს მესენჯერის ბოტში ჩაშენებული NLP ავტომატურად გაშიფრავს, გაიგებს შინაარსსა და ინფორმაციას მანამდე, სანამ ბოტს გადაეცემა. პირველ ვერსიას შეუძლია, იდენტიფიცირება მოახდინოს ქონთენთის, რომელიც შეიცავს:  მისალმებას, დამშვიდობებას, მადლობის გადახდას, დროს, ადგილმდებარეობას, თანხის რაოდენობას, ტელეფონის ნომერს, ელფოსტას და ა.შ. როგორც კომპანია აცხადებს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

  2. გადაცემის პროტოკოლი – ბიზნესებს საშუალებას მისცემს, ერთი ბოტის გამოყენებით მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის სასაუბრო გამოცდილება შექმნან. მაგალითად, ბოტთან საუბარი შეუმჩნევლად შეცვალონ ადამიანთან კომუნიკაციით. ასე მომხმარებლები ზოგად კითხვებზე სწრაფ პასუხს მიიღებენ, შემდეგ კი უფრო პერსონალიზებულად გაესაუბრებიან ცოცხალ კონსულტანტს ^_^
  3. გადახდის ახალი შესაძლებლობები მესენჯერში – Platform 2.1 მესენჯერით გადახდას უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის: ეს იქნება ერთსაფეხურიანი პროცესი. ამის განხორციელებას კი კომპანია ახალი SDK-ს (software development kit) მეშვეობით აპირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მესენჯერით გადახდები, ჯერჯერობით, მხოლოდ შტატებშია ხელმისაწვდომი.
  4. მეტი Call to action ღილაკი მესენჯერისთვის – 27 ივლისს ფეისბუქ გვერდებს 5 ახალი Call to action ღილაკი დაემატა. ბიზნესები და დეველოპერები მათი გამოყენებით მომხმარებლებს მესენჯერში გადაიყვანენ და პირდაპირ იქ გაესაუბრებიან ჭეშმარიტ ღმერთზე.
    ე.ი. უკვე არსებულ Send Message-ს დაემატა: Shop Now, Get Support, Get Updates, Play Now და Get Started. ახალი ღილაკების მეშვეობით მომხმარებლებს თავიდანვე ეცოდინებათ, რას უნდა ელოდონ ბიზნესისგან, სანამ მასთან დიალოგში შევლენ.

მესენჯერი

 

გააზიარეთ ეს პოსტი

მსგავსი პოსტები

ფეისბუქის კომენტარები

Check Also

F8 – დღე პირველი

F8 ფეისბუქის კონფერენციაა, რომელიც სან ხოსეში, კალიფორნიაში ყოველ წელს ...

Facebook