ინსტაგრამი აპირებს, ჩაუშვას “ნეიმთეგები”, რაც, დაახლოებით, მესენჯერის QR კოდების მსგავსია (და სავარაუდოდ, სნეპჩეტის სნეპკოდებიდან ინსპირირებული ^_^ ).
ინსტაგრამის Nametag-ი საშუალებას მოგცემთ, ამბების კამერიდან შექმნათ სპეციალური ვიზუალი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი დაასკანირებს და ამ გზით გამოგვყვებათ ინსტაგრამის გვერდზე.
ამ კოდებისა თუ ვიზუალების დანიშნულებაა, უფრო მარტივად დაუკავშირდეთ სხვა მომხმარებლებს. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც online, ასევე offline სივრცეში: სხვადასხვა პლატფორმაზე გაზიარებით, სავიზიტო ბარათებზე თუ ბილბორდებზე დაბეჭდვით და ა.შ. ^_^
როგორც ცნობილია, ახალი ფუნქცია გლობალურად მალე ჩაეშვება. ჯერჯერობით, მასზე წვდომა მხოლოდ ცალკეულ მომხმარებლებს აქვთ.
გააზიარეთ ეს პოსტი